Date
ოთხშაბათი 27 მაისი 2020
20:0021:30
ადგილმდებარეობა
ონლაინ სესია

კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ ბრიტანეთის საბჭომ  PlayUK ფესტივალი ხელოვნებისა და ტექნოლოგიიის ინტერაქციის ინოვაციურ ფესტივალად გარდაქმნა. უახლოეს თვეებში გთავაზობთ უფასო წვდომას ონლაინ კონტენტის არაჩვეულებრივ ნაკრებზე. PlayUK გადავიდა რა ფიზიკურიდან ონლაინ რეჟიმზე, მთავარი ყურადღება ეთმობა ბრიტანული კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიას.


PlayUK 2020 მოიცავს ხუთი ციფრული ღონისძიების სერიას ნებისმიერი მსურველისთვის ვისაც ბრიტანული ხელოვნება  და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის პროფესიონალები აინტერესებს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ შექმნილ ვიდეო კონტენტს, ასევე ყოველთვიურ ონლაინ სესიებს, რომლებშიც  მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც კომპიუტერული თამაშები და შემოქმედებითი ინდუსტრია აინტერესებს.

ჩვენი მორიგი სესიის სახელწოდებაა 'An introduction to BItsy - a small tool for creating video games'. აქ კლერ მორვუდი ისაუბრებს სრულიად უფასო ვებ-რედაქტორზე Bitsy-ზე და როგორ შექმნათ მისი მეშვეობით მარტივი ვიდეო თამაშები. ეს რედაქტორი შესანიშნავია მცირედი ნარატივისთვის და სრულიად არ არის საჭირო პროგრამირების ცოდნა. ის შექმნილია ნებისმიერი კომპეტენციის მქონე დეველოპერებისთვის, მათ შორის სრულიად დამწყებებისთვის და მოკლე ვიდეო თამაშების რამდენიმე საათში შესაქმნელად. კლერი წარმოგვიდგენს რედაქტორს და მის ძირითად ფუნქციებსა თუ თავისებურებებს, ასევე გვაჩვენებს რამდენიმე ვიდეო თამაშს, რომლებიც სწორედ ამ რედაქტორით შეიქმნა. 
გაიცანით კლერ მორვუდი, PLAYUK სპიკერი
კლერი არის თვითნასწავლი პროგრამისტი, არტისტი და თამაშების დიზაინერი. ის არის თამაშების დეველოპერული სტუდიის "3-Fold Games" თანადამფინანსებელია. მისი სტუდია სულ მალე დაასრულებს თამაშს "ვიდრე დამავიწყდება". საკუთარ ნამუშევრებში ის აქტიურად ლობირებს მსგავს "მცირე რედაქტორებს" და Bitsy-ს  2017 წლიდან იყენებს. ორი წარმატებული მცდელობის შემდეგ მან შექმნა ახალი თამაში "Tutorial" და თანმხლები ბლოგ-პოსტი, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოა. ის ასევე ატარებს ვორკშოპებს და დიდ იმედებს ამყარებს Bitsy-ს შესაძლებლობებზე ახალი თამაშების შემქმნელებისთვის.
ბრიტანეთს ჰყავს კომპიუტერული თამაშების საყოველთაოდ ცნობილი  დეველოპერები, რომელთაც ძირეულად შეცვალეს კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია. უნდა აღინიშნოს კოდირების სპეციალისტები, დიზაინერები, პროდიუსერები და მრავალი სხვა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით  ბრიტანეთის საბჭომ გადაწყვიტა Play UK 2020 პირისპირ გასამართი ღონისძიებებიდან გარდაექმნა ციფრულ ფესტივალად. სესიებს გაუძღვებიან წამყვანი ბრიტანელი ვიდეოთამაშების ხელოვანები და შემქმნელები. ეს ფესტივალი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აინტერესებს სათამაშო ინდუსტრია თუ კომპიუტერული თამაშების თავისებურებების შესახებ ცოდნის და გამოცდილების  გაზიარება. აქ მოიაზრება წერა, არტი, ვიდეო და მრავალი სხვა.