Date
ოთხშაბათი 24 ივნისი 2020
20:0021:30
ადგილმდებარეობა
ონლაინ ღონისძიება

კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის საპასუხოდ ბრიტანეთის საბჭომ  PlayUK ფესტივალი ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ინტერაქციის ინოვაციურ ფესტივალად გარდაქმნა. უახლოეს თვეებში გთავაზობთ უფასო წვდომას ონლაინ კონტენტის არაჩვეულებრივ ნაკრებზე. PlayUK გადავიდა რა ფიზიკურიდან ონლაინ რეჟიმზე, მთავარი ყურადღება ეთმობა ბრიტანული კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიას.

PlayUK 2020 მოიცავს ხუთი ციფრული ღონისძიების სერიას ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც ბრიტანული ხელოვნება  და კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის პროფესიონალები აინტერესებს. მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ შექმნილ ვიდეო კონტენტს, ასევე ყოველთვიურ ონლაინ სესიებს, რომლებშიც  მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც კომპიუტერული თამაშები და შემოქმედებითი ინდუსტრია აინტერესებს.

ჩვენი მომდევნო სესიის სახელწოდებაა: როგორ იქმნებოდა "დაკვირვება": კადრიდან კადრამდე. ამ სესიაზე პროდიუსერი და შემქმნელი ჯონ მაკკელანი გაგაცნობთ ბრიტანული ჯილდოს  (Best British Game BAFTA) მფლობელი კომპიუტერული თამაშის "დაკვირვება" რამდენიმე ძირითად კადრსა და სცენას. განიხილავს მათ წარმოშობას, კონცეფციას და შექმნას. თითოეული სცენა თამაშების შექმნის სრულიად განსხვავებულ ასპექტს გაგაცნობთ: წერის პროცესს, შესრულებას, ტექნიკურ დიზაინს, დამუშავებას და კითხვა-პასუხის დროს. ეს ონლაინ ღონისძიება საინტერესოა და სასარგებლო ყველასთვის, ვისაც მაღალი კლასის ინდი თამაშების შექმნა და ექსპერიმენტული დიზაინი აინტერესებს.

გაიცანით ჩვენი PLAYUK სპიკერი, ჯონ მაკკელანი 

ჯონი არის გლასგოში არსებული თამაშების სტუდიის "No Code" დამაარსებელი და კრეატიული დირექტორი. 2015 წელს დაარსებული კომპანია თავდაპირველად გუნდის ორი წევრისგან შედგებოდა, მეორე ჯონის დიდი ხნის მეგობარი და "No Code"-ის თანადამაარსებელი ომარ ხანი იყო.  ამჟამად კი  14-კაციანი გუნდია, 3 თამაში შექმნეს, რამდენიმე ჯილდოც მიიღეს, მათ შორის ბრიტანული ჯილდო BAFTA, თამაშისთვის "დაკვირვება". მიიღეს რა ეს პრესტიჟული ჯილდო 2016 წელს, ჯონი და მისი გუნდი ყველაზე გაყიდვადი თანაშების შექმნას შეუდგა, მათ აქებდნენ სწორად გააზრებული სიტუაციისთვის, სცენარისა თუ შესრულებისთვის და ინოვაციური და ძალიან ამაღელვებელი სიუჟეტების გამო. 2020 წელს გუნდი კიდევ უფრო გაფართოვდა დაიწყო რა მზადება გრანდიოზული და ყველაზე შესანიშნავი პროექტისთვის.

ბრიტანეთს ჰყავს კომპიუტერული თამაშების საყოველთაოდ ცნობილი  დეველოპერები, რომელთაც ძირეულად შეცვალეს კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია. უნდა აღინიშნოს კოდირების სპეციალისტები, დიზაინერები, პროდიუსერები და მრავალი სხვა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით  ბრიტანეთის საბჭომ გადაწყვიტა Play UK 2020 პირისპირ გასამართი ღონისძიებებიდან გარდაექმნა ციფრულ ფესტივალად. სესიებს გაუძღვებიან წამყვანი ბრიტანელი ვიდეოთამაშების ხელოვანები და შემქმნელები. ეს ფესტივალი განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აინტერესებს სათამაშო ინდუსტრია თუ კომპიუტერული თამაშების თავისებურებების შესახებ ცოდნის და გამოცდილების  გაზიარება. აქ მოიაზრება წერა, არტი, ვიდეო და მრავალი სხვა.