ცხოვრება გრძელდება: ეს აუცილებლად უნდა ნახოთ!

შაბათი 19 ნოემბერი 2016
19:0020:30
ბილეთის ფასი: 12.00 ლარი

19 ნოემბერს 19 საათზე ბათუმელებს და ბათუმის სტრუმრებს ვიწვევთ ემოციურ, რეალურ ამბავზე შექმნილ სპეტაკლზე, რომელიც მაყურებელს დინამიურად და ცოცხლად აჩვენებს მწუხარების როგორც ბნელ, ისე ნათელ მხარეებს.

„ცხოვრება გრძელდება“  არის ახალგაზრდა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ბრიტანული თეატრალური დასისOn the Run სპექტაკლის ქართული ვერსია.  იგი შეიქმნა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც   აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება.

შემოგვიერთდით გულწრფელი, მხიარული და საოცრად შთამბეჭდავი სპექტაკლის  „ცხოვრება გრძელდება“   პრემიერაზე და თავად დარწმუნდით როგორ ოსტატურად მოგვითხრობენ ქართველი მსახიობები რეალურ ამბავს სიტყვების გარეშე.