Date
ორშაბათი 11 ოქტომბერი 2021შაბათი 12 თებერვალი 2022

11 ოქტომბრიდან 12 თებერვლის ჩათვლით ჩვენ შემოგვიერთდება 30-ზე მეტი ბრიტანული უნივერსიტეტი. თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ინდივიდუალური შეხვედრები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ასევე დაესწროთ ვებინარებს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბრიტანეთში სწავლისთვის საჭირო ინფორმაციას.

ამასთან, შეგიძლიათ შეიტყოთ ბრიტანეთში ემიგრაციის ახალი პირობები, გაეცნოთ ბრიტანეთის მთავრობისა თუ უნივერსიტეტების სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებს და განაცხადების შემოტანის პროცესებს.

მნიშვნელოვანი თარიღები

  • 11-15 ოქტომბერი 2021: Study UK ვებინარები: ბრიტანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე დარეგისტრირდით ამ ვებინარებზე და შეიტყვეთ ზოგადი ინფორმაცია და  სასტიპენდიო პროგრამები.
  • 25 ოქტომბერი - 3 ნოემბერი 2021: Study UK: ბრიტანული უნივერსიტეტების ონლაინ გამოფენა - ათდღიანი ღონისძიება, სადაც შეგიძლიათ  დაჯავშნოთ ინდივიდუალური შეხვედრები ბრიტანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, განიხილოთ თქვენი გეგმები და დასვათ კითხვები. უნივერსიტეტების წარმომადგენლები ჩაატარებენ ვებინარებსაც, სადაც შეგიძლიათ შეიტყოთ სტუდენტურ ცხოვრებაზე ბრიტანეთში. განხილულ თემებს შორის იქნება: თქვენი ბიუჯეტის მართვა, ცხოვრება  ბრიტანეთში, როგორ შეიტანოთ განაცხადი.
  • 8-12 თებერვალი 2022: Study UK: გაეცანით ბრიტანულ უნივერსიტეტებს ონლაინ - თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ვირტუალურ გამოფენაზე დასწრებას ოქტომბერ-ნოემბერში, ნუ ინერვიულებთ. ჩვენ ვმასპინძლობთ 5დღიან ღონისძიებას, სადაც თქვენ და სხვა მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია შერჩეული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაუსვათ კითხვები, ასევე გექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალური შეხვედრები დანიშნოთ და შეხვდეთ ბრიტანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

დარეგისტრირდით ახლავე: https://study-uk-events-we.britishcouncil.org/

დარეგისტრირება სრულიად უფასოა და შესაძლებელია სტუდენტებისთვის ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, თურქეთიდან, ისრაელიდან, კოსოვოდან, მონტენეგროდან, საქართველოდან, სერბეთიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან.

ვის შეუძლია დაესწროს ამ ღონისძიებას?

ამ ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი  კურსის სტუდენტს, მრჩეველს,  მასწავლებელს და მშობელს. იმისდა მიუხედავად

  • ბაკალავრის ხარისხის მოპოვება გსურთ, მაგისტრის თუ დოქტორის
  • სეზონურად გამგზავრება გსურთ თუ პირველად გეგმავთ
  • კონკრეტული დარგი და უნივერსიტეტი არჩეული გაქვთ თუ ჯერ არ იცის საიდან დაიწყოთ. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია უშუალოდ უნივერსიტეტებისა და ექსპერტებისგან.

როგორ წარიმართება ღონისძიება?

პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეძლებთ:

  • დაესწროთ კონკრეტულ დისციპლინასა თუ კარიერისადმი მიძღვნილ ვებინარებს და შეიტყოთ სხვადასხვა საბაკალავრო თუ შემდგომი კურსების შესახებ
  • დაჯავშნოთ ონლაინ ინტერვიუები ბრიტანული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
  • შეიტყოთ ბრიტანეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების შესახებ, მათ შორის სტიპენდიეპისა თუ დაფინანსების მოპოვების შემთხვევაშიც
  • მიიღოთ უახლესი სავიზო ინფორმაცია სტუდენტებისთვის მიიღოთ
  • რჩევები ბრიტანეთში სწავლისთვის აუცილებელი ინგლისური ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებით
  • დასვათ კითხვები, მიიღოთ პასუხები დასმულ კითხვაზე და დაგეგმოთ სწავლა ბრიტანეთში.

როგორ ჩაერთოთ ვირტუალურ გამოფენაში?

დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს და გადადით გვერდზე, სადაც რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს განათლებასა და ინტერესებზე. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ დადასტურებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაათვალიეროთ პლატფორმა და შეიტყოთ მეტი უნივერსიტეტების შესახებ და თქვენთვის  საინტერესო სპეციალობებზე.