"ყურმოკრული ამბები" არის BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად შექმნილი პროგრამა ინგლისური ენის შესწავლის მსურველთათვის.
პროგრამაში მოცემულია ინგლისური ენა, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურად, რეალურ კონტექსტში, ასევე მოცემულია ბრიტანული კულტურის ასპექტები, განსაკუთრებით ახალგაზრდების ცხოვრება და ინტერესები, თითოეული ეპიზოდი ნახევარსაათიანია და ბრიტანეთის სხვადასხვა კუთხეშია გადაღებული. აქ იხილავთ საინტერესო დიალოგებს, ინტერვიუებს და საუბრებს, რომლებიც დაგეხმარებათ ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში.
უყურეთ "ყურმოკრული ამბებს" აჭარის ტელევიზიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით.
თუ ვერ მოახერხებთ პროგრამის ყურებას პირდაპირ ეთერში, შეგიძლიათ სრული ეპიზოდები იხილოთ LearnEnglish ვებგვერდზე.
პროგრამას "ყურმოკრული ამბები" მსოფლიოს 55 ქვეყანაში იცნობენ და 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს ბრაზილიაში, ერაყში, უგანდაში, რუანდაში მიანმარში, ტაილანდში, თურქეთში, სუდანში, კოლუმბიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, სომხეთში, იტალიასა და სერბეთში.