პროგრამის მხარდამჭერია ასოციაცია-საერთაშორისო სტუდენტების საიდენტიფიკაციო ბარათი (ISIC), ბრიტანეთის საბჭო-IELTS და StudyPortals

რას წარმოადგენს სასტიპენდიო პროგრამა THE GLOBAL STUDY AWARDS?

გვსურს, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს ისწავლონ საზღვარგარეთ, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ გამოცდილება და შეისწავლონ ახალი ქვეყნები, სხვადასხვა კულტურისა და ენის თავისებურებები.  სწორედ ამიტომ, ISIC ასოციაცია, StudyPortals და ბრიტანეთის საბჭო-IELTS აცხადებენ სასტიპენდიო პროგრამას - The Global Study Awards.

შემოუერთდით ვებინარს 29 სექტემბერს და შეიტყვეთ როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ასევე შეგიძლიათ მოუსმინოთ ამ სტიპენდიის გამარჯვებულებს.

The Global Study Awards სასტიპენდიო პროგრამა ადასტურებს, რომ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღება დადებითი და დაუვიწყარი გამოცდილება იქნება ბევრი სტუდენტისთვის. უცხოეთში სწავლა მათ დაეხმარება პირადი ცხოვრებისა და კარიერული განვითარების ალტერნატიული გზების პოვნაში. ამასთანავე, პროგრამა სტუდენტს ჩამოუყალიბებს საერთაშორისო ურთიერთობების კულტურის გაგებას და განუვითარებს ტოლერანტულობის უნარს.
სასტიპენდიო პროგრამა, პირველ რიგში, დააფინანსებს სწავლის ხარჯებს, რომელსაც პირდაპირ სტუდენტის მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას გადაუხდის.

იმ შემთხვევაში, თუ სწავლის გადასახადი ნაკლები იქნება მაქსიმალურ ინდივიდუალურ დაფინანსებაზე, რომელიც შეადგენს £10000, თანხის დარჩენილი ნაწილი შეიძლება განაწილდეს ყოველდღიური ცხოვრების ხარჯებისთვის უმაღლეს სასწავლებელში რეგისტრაციიდან მაქსიმუმ 52 კვირის განმავლობაში.

განაცხადის ვადები

აპლიკაციების მიღება 2018 წლის გაზაფხულისთვის დაწყებულია

სულ Global Study Awards - ის (GSA) 2 სტიპენდია გაიცემა:

2018 წლის გაზაფხულზე შეირჩევა GSA - ის 2 გამარჯვებული 

მიმდინარეობს განაცხადის მიღება.

ვადები:

27 ნოემბერი არის განაცხადის შეტანის ბოლო ვადა მათთვის, ვინც სწავლას 2018 წლის გაზაფხულიდან იწყებს.

პარტნიორების მიერ დაკომპლექტებული კომისია განიხილავს და შეაფასებს განაცხადებს. ძლიერი კანდიდატები გადაირჩევიან და საბოლოო შერჩევისთვის გაივლიან პირისპირ ინტერვიუს. გამარჯვებულთა სია გამოცხადდება განაცხადის შეტანის ბოლო ვადიდან 3 თვის შემდეგ.

ვის ვეძებთ ჩვენ?

THE GLOBAL STUDY AWARDS სასტიპენდიო პროგრამა შექმნილია მოტივირებული, ნიჭიერი ადამიანების დასახმარებლად, მათთვის, ვისაც გააჩნია:

  • საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანის პოტენციალი
  • საკუთარი კარიერის განვითარების საფუძველი;
  • გულწრფელი ინტერესი კულტურათშორისი თანამშრომლობისა და გაცვლის მიმართ.

წარმატებული კანდიდატები ჩაერთვებიან ბრიტანეთის საბჭოს IELTS - ის, ISIC - სა და StudyPortals - ის საზოგადოებებში და საჯაროდ გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სხვა სტუდენტებს. The Global Study Awards პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სტუდენტისთვის მსოფლიოს მასშტაბით. სასტიპენდიო პროგრამა საშუალებას მისცემს წარმატებულ კანდიდატებს ისწავლონ საზღვარგარეთ, მათ მიერ არჩეულ ნებისმიერ საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში. The Global Study Awards პროგრამის გამოყენება კანდიდატებს არ შეუძლიათ ონლაინ პროგრამებისთვის.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

The Global Study Awards სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილე აპლიკანტები:

  • უნდა იყვნენ 18 ან მეტი წლის პროგრამის დაწყების დღეს
  • ჩაბარებული უნდა ქონდეთ IELTS გამოცდა ბრიტანეთის საბჭოს საგამოცდო ცენტრში და უნდა ფლობდნენ  ბრიტანეთის საბჭოს მიერ მინიჭებულ ტესტის ოფიციალურ შედეგის ფორმას (TRF), რომელიც გაცემულია 2016 წლის 1 ივნისის შემდეგ.
  • განაცხადის შევსებისას უნდა ფლობდნენ საერთაშორისო სტუდენტის საიდენტიფიკაციო ბარათს (ISIC) და/ან საერთაშორისო სამგზავრო ბარათს ახალგაზდებისთვის (IYTC) 
  • უნდა დაგეგმონ სრული განაკვეთის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება საზღვარგარეთ 2017 წლის შემოდგომის ან 2017 წლის გაზაფხულის სემესტრში
  • უნდა წარმოადგინონ მიღების წერილი სასწავლო დაწესებულებიდან პროგრამისთვის შესაბამისი თარიღით
  • უნდა დაწერონ სწავლის გამოცდილების მოკლე მიმოხილვა STeXX.com - ის ვებგვერდზე

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი აპლიკაცია ინგლისურ ენაზე უნდა იყოს წარდგენილი. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, გთხოვთ,ეწვიოთ ჩვენს ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს. იხილეთ ვადები და პირობები სრულად.

გარე ბმულები