გამოცდების კანდიდატებისა და თანამშრლომლების ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტია. საგამოცდო ცენტრის ფუნქციონირებისას ჩვენ ვითვალისწინებთ შემდეგს:
იმისთვის, რომ ჩვენი საგამოცდო ცენტრები იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო, ჩვენ მივიღეთ შემდეგი ზომები:
- თითოეული საგამოცდო სესიის ჩატარებამდე საგამოცდო სივრცე გულმოდგინედ სუფთავდება.
- კომპიუტერული ტესტების ჩაბარების შემთხვევაში ყველა საჭირო მოწყობილობა წინასწარ მუშავდება - უკეთდება დეზინფექცია.
- ჩვენი თანამშრომლები ატარებენ პირბადეს, სახის დამცავ ფარს და ხელთათმანს.
- თქვენ მოგეთხოვებათ საგამოცდო სივრცეში ატაროთ პირბადე და მუდმივად დაიცვათ 2 მეტრის ფიზიკური დისტანცია.
- თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ გეკეთოთ ლატექსის (სამედიცინო) ხელთათმანი.
- ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდის ჩატარების ადგილებში სადეზინფექციო საშუალებებით მომარაგებას და გთხოვთ ყველა კანდიდატს რეგულარულად გამოიყენოთ ისინი, ასევე დაიბანოთ ხელები უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
- თქვენ მოგეთხოვებათ გამოცდაზე თან იქონიოთ საჭირო საკანცელარიო ნივთები. იმ შემთხვევაში თუ თან არ გექნებათ კალამი და ფანქარი, ჩვენ მოგაწვდით მათ და გამოყენების შემდეგ დავამუშავებთ სადეზინფექციო საშუალებებით.