ბრიტანული ვიზუალური ხელოვნება არტისტერიუმზე

ჩვენ ვთანამშრომლობთ არტისტერიუმთან, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენისა და სახელოვნებო პროექტებისა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლიობას. ჩვენ რეგულარულად ვიწვევთ საუკეთესო ხელოვანებსა და კურატორებს დიდი ბრიტანეთიდან.

წელს,  არტისტერიუმი  6-დან 16 ნოემბრის ჩათვლით მოეწყო. ამჯერად ჩვენ მოვიწვიეთ სახელოვნებო წრეებში საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანელი კურატორი და  პროდიუსერი ტესა ფიცჯონი, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია როგორც დაგეგმვასა და სტრატეგიულ განვითარებაში, ისე ხელოვანების  წარმატებით შეთავაზებაში გალერეებისთვის, საგამოფენო სივრცის გარე პროექტების განხორციელებაში,   ღია სივრცის და ამ სივრცეში ფართო საზოგადოების ჩართვაზე ორიენტირებულ პროგრამებში. 

არტისტერიუმზე ტესა ფიცჯონსმა წარადგინა თანამედროვე ბრიტანელი ხელოვანის ქეთლინ ჰერბერტის  სამი ვიდეო ნამუშევარი. ესენია: მიმქრალი ჰორიზონტის ისტორია (A History Of The Receding Horizon), მაგნიტზე (De Magnete) and თავლა(Stable).

ეწვიეთ ბმულს ღონისძიებები, რათა გაეცნოთ ჩვენს სიახლეებს.