DepicT! - 90 წამიანი ფილმების კონკურსი უკვე საქართველოში.

ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით სათავე დაედო თანამშრომლობას ბრისტოლის Encounters კინოფესტივალსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის. ისინი ერთობლივად უწევენ ორგანიზებას  DepicT!-ს  90-წამიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც იქნება ბრიტანულეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტების ნაწილი. DepicT! კონკურსის შორტლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, რომლებიც მეტწილად შესაძლოა იყვნენ თავიანთი კარიერის ადრეულ ეტაპზე, შესაძლებლობას აძლევს, მიწვეულ იქნენ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალსა და Encounters კინოფესტივალზე, ასევე საკუთარი ნამუშევები გააცნონ კინო-ინდუსტრიას და ახალ აუდიტორიას, მოიპოვონ საყოველთაო აღიარება.

კონკურსი დამწყებ რეჟისორებს გზას უხსნის ისეთი პრესტიჟული ჯილდოებისკენ, როგორებიცაა: The Oscars®, BAFTA, ევროპული კინო ჯილდო და Cartoon d'Or. ფესტივალი არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ დამწყებმა რეჟისორებმა ფართო აუდიტორიას  გააცნონ თავიანთი ნამუშევრები და დაამყარონ საქმიანი კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან - დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.

პერიოდი: 2019 წლის 1-8 დეკემბერი
ადგილმდებარეობა დაზუსტდება მოგვიანებით

See also

გარე ბმულები