შემუშავდა ბრიტანეთის საბჭოს საძიებო-სამოქმედო კვლევითი უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში. სახელმძღვანელო წარმოადგენს პრაქტიკულ პროფესიულ რესურსს, რომელიც მასწავლებელს საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობაზე რეფლექსიის და კონკრეტულ კონტექტში არსებული გამოწვევების გააზრების საშუალებას აძლევს, რაც ეხმარება მას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და და მოსწავლეების სასწავლო პრიორიტეტების მიღწევაში.
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მაგალითებისა და კვლევითი ანგარიშების უმეტესობა ასახავს საქართველოს საგანმანათლებლო კონტექსტისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის: მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას, წაკითხულის გააზრებას, საშინაო დავალებებს, განმავითარებელ შეფასებას, თანამშრომლობით სწავლას და ინსტრუქციების გაგებასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ასევე განხილულია სხვადასხვა სტრატეგია, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მონაწილეობის მხარდაჭერას, გააზრების გაუმჯობესებას და უფრო საინტერესო და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას.
პროექტები შესრულებულია სხვადასხვა საგნისა და საფეხურის მასწავლებლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ნათლად წარმოაჩენენ მრავალფეროვან კონტექსტს, რომელიც შესაძლებელის ხდის საძიებო-სამოქმედო კვლევის წარმატებით განხორციელებას.