ახლა ჩვენ დროის უმეტეს ნაწილს შინ ვატარებთ. სწორედ ამიტომ შესანიშნავი დროა, აკეთოთ ის, რისთვისაც დრო არასოდეს გქონდათ. იმის მიუხედავად, ყოველდღიურად 10 წუთი გაქვთ თუ ერთი საათი სავარჯიშოდ, ჩვენი სასწავლო მასალა დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ ენის ცოდნა.

დაადგინეთ ინგლისური ენის ცოდნის დონე

დაიწყეთ ჩვენი უფასო ტესტებით ინგლისური ენის ლექსიკასა და გრამატიკაში, რომლებიც დაგეხმარებათ, დაადგინოთ ინგლისური ენის ცოდნის დონე. თქვენ მიერ მიღებული შედეგების შესაბამისად, პლატფორმა შემოგთავაზებთ მასალას ცოდნის გასაუმჯობესებლად.

გაიუმჯობესე უნარები ენობრივ კომპეტენციებში

როცა უკვე ცნობილი გახდება თქვენი ცოდნის დონე, შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა სმენის, კითხვისა და წერის უნარების გაუმჯობესებაზე. მონიშნეთ დონე და შემდეგ დაიწყეთ სხვადახვა ტიპის ტექსტების, აუდიოჩანაწერების, ინტერაქტიული სავარჯიშოებისა და დავალებების შერჩევა.

ინგლისური მოზარდებისთვის

ბევრი მოზარდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღესდღეობით ვერ დადის სკოლაში. ჩვენი მოზარდებისთვის განკუთვნილი ვებგვერდის LearnEnglish Teens  დახმარებით შეგიძლიათ სახლში შეისწავლოთ ინგლისური ენა და გაიუმჯობესოთ ცოდნა. LearnEnglish Teens მოიცავს ბევრ ვიდეო, აუდიო და საკითხავ მასალას, რომლებიც უდავოდ დაგეხმარებათ. გირჩევთ, დასაწყისისთვის ყოველდღიურად 20-დან 30 წუთამდე დაუთმოთ ამ ვებგვერდის გამოყენებას. და თუ ასე მოიქცევით, აუცილებლად დაინახავთ საკუთარ პროგრესს.

შემოუერთდით ჩვენს უფასო კურსებს

თუ გსურთ სხვებთან ერთად გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა, გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს უფასო ონლაინ კურსებს (ჩვენ მათ ვუწოდებთ “MOOC” - massive open online courses). არ იცით, როგორია ისინი? ჩვენ მოვამზადეთ  მოკლე განმარტება, ვიდრე მუშაობას შეუდგებოდეთ.

ამჟამად შეგიძლიათ შეუერთდეთ კურსს Exploring English: Language and Culture და შეიტყოთ მეტი ბრიტანული მუსიკისა და ლიტერატურის შესახებ.

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი შექსპირის ქმნილებებისა და მის მიერ შემოტანილი ახალი სიტყვების შესახებ, შეგიძლიათ შემოუერთდეთ კურსს  Exploring English: Shakespeare, რომელიც 7 აპრილს დაიწყო.

გაიუმჯობესეთ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა

სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს საერთაშორისო კომპანიაში. ჩვენ გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას, გაიუმჯობესოთ ბიზნესინგლისურის ცოდნა და დაწინაურდეთ. ეწვიეთ შესაბამის განყოფილებას ჩვენს ვებგვერდზე და გაიუმჯობესეთ ინტერვიუს, ელექტრონული წერილების წერის უნარები, ასევე უკეთ შეისწავლით ბიზნესის საკითხებს.

დარჩით ჩვენთან

თუ გსურთ, ჩვენთან იყოთ დაკავშირებული და დაუკავშირდეთ სხვებსაც, შემოგვიერთდით Facebook გვერდზე, გამოგვყევით Twitter-ზე და ასევე Instagram-ზე.

გვსურს, უფრო ძლიერი და დიდი თემი შევქმნათ მათთვის, ვისაც უყვარს სწავლა და აინტერესებს კულტურა. ჩვენ ეს გვაერთიანებს!