თუ სახლში ბავშვებთან ერთად ბევრ დროს ატარებთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას და აქტივობას ერთად შესასრულებლად.

თამაშები, სიმღერები, ისტორიები,

ის, რომ სახლში ხართ, სულაც არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლიათ ერთად გაერთოთ. იმღერეთ, ითამაშეთ ან უყურეთ ვიდეო ისტორიებსა და ზღაპრებს ჩვენი LearnEnglish Kids  ვებგვერდის დახმარებით. ეს ყოველივე ბავშვებს არა მხოლოდ დააკავებს რამდენიმე საათის განმავლობაში, არამედ დაეხმარება გაიმდიდრონ ლექსიკა და ივარჯიშონ ინგლისურში. 

ვიდეობი სერიიდან "როგორ გავაკეთოთ"

დაეხმარეთ შვილებს, გამოავლინონ საკუთარი კრეატიულობა ჩვენი ვიდეორესურსების სერიით “როგორ გავაკეთოთ” -  how-to videos. მაგიური ფოკუსებით დაწყებული და საათის ცნობის შესწავლით დამთავრებული, თქვენი შვილი ნამდვილად გაერთობა. რაც უფრო მეტს სწავლობენ, მით უფრო იზრდება მათი თავდაჯერებულობა.

ისწავლეთ ინგლისური ტიმისთან ერთად

ბავშვებს ძალიან მოსწონთ “Timmy the Sheep” და იუთუბის გამოყენება. ჩვენი ონლაინ რესურსების სერიით, რომელიც ტიმისა და მის მეგობრებს ეძღვნება, თქვენი შვილები ახალ რესურსებს გაეცნობიან და იმავდროულად განივითარებენ კრეატიულობისა და წარმოსახვის უნარებს.

დარჩით ჩვენთან

თუ გსურთ ჩვენთან იყოთ დაკავშირებული და დაუკავშირდეთ სხვებსაც, შემოგვიერთდით facebook გვერდზე, გამოგვყევით Twitter -ზე და ასევე  Instagram არხზე.

გვსურს, უფრო ძლიერი და დიდი თემი შევქმნათ მათთვის, ვისაც უყვარს სწავლა და აინტერესებს კულტურა. ჩვენ ეს გვაერთიანებს!