მაშინ, როცა სკოლები დახურულია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მასწავლებლები ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგანან. ჩვენ გთავაზობთ უფასო ონლაინმასალების დიდ არჩევანს, რომლებიც მუშაობაში დაგეხმარებათ.

ჩვენი ვებინარი ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის დისტანციურად  სწავლა-სწავლების ხელშეწყობაზე.

ვებინარში ჩვენი აკადემიური მენეჯერი ნატალია ბაღდავაძე საუბრობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებზე პედაგოგებისთვის და იმ მრავალფეროვან რესურსებსა თუ სახელმძღვანელო მითითებებზე, რომელთაც ბრიტანეთის საბჭო სთავაზობს როგორც  მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს დისტანციური სწავლა-სწავლების  ეფექტურად განსახორციელებლად.

IATEFL -ის პრეზიდენტის უფასო ონლაინ სესია

15 აპრილს, IATEFL-ის პრეზიდენტმა დოქტორმა ჰარი კუჩარმა ისაუბრa IATEFL-ის მუშაობაზე და მსმენელებს გააცნო რა მნიშვნელობა აქვს ასოციაციის წევრობას, ასევე როგორ შეიძლება ისარგებლონ არაწევრებმა. მან  განმარტა როგორ შეიძლება ჩაერთოთ IATEFL-ის მუშაობაში და ისარგებლოთ ონლაინ რესურსებით პროფესიული განვითარებისთვის.

საგაკვეთილო გეგმები დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის

გთავაზობთ 100-ზე მეტ საგაკვეთილო გეგმასა და აქტივობას, რომლებიც დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის არის შემუშავებული. ჩვენი ყველა საგაკვეთილო გეგმა და აქტივობა დაყოფილია დონეების მიხედვით და თქვენ გაეცნობით მთელ რიგ თემებს სეზონებისა და ფესტივალების შესახებ, ასევე იდეებს, როგორ შეიძლება ე.წ. ფლეშქარდების გამოყენება გრამატიკის ცოდნის გასაუმჯობესებლად. 

საგაკვეთილო გეგმები პედაგოგებისთვის, რომლებიც მოზარდებს ასწავლიან

გთავაზობთ 200-ზე მეტ საგაკვეთილო გეგმასა და აქტივობას, რომლებიც სპეციალურად საბაზისო კლასების მოსწავლეებისთვის შევიმუშავეთ. ჩვენ ასევე გვაქვს რესურსები ბრიტანული კულტურის განყოფილებიდან, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენს მოსწავლეებს უკეთ გააცნოთ ცნობილი ბრიტანელი ავტორები, მათ შორის შექსპირი, ჯეინ ოსტინი, ჩარლზ დიკენსი და დილან ტომასი.

ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ონლაინ

გადახედეთ თქვენივე სწავლების პრაქტიკას და შეარჩიეთ ის სფეროები, რომლებზეც გსურთ იმუშაოთ ჩვენი პროფესიული განვითარების უფასო ონლაინ პროგრამიდან. პროგრამა მოიცავს სამ კურსს, მასში 12 სხვადასხვა პრაქტიკაა გამოყენებული, რომლებიც პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ თავიანთი პროფესიული განვითარების დაგეგმვისას. შემოუერთდით სურვილისამებრ ერთ ან ყველა კურსს და დაიწყეთ თქვენი გამოცდილების გაზიარება მასწავლებლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ვებინარები პედაგოგებისთვის: როგორ ჩავატაროთ ონლაინ გაკვეთილები

ბევრი მასწავლებელი უჩვეულო მდგომარეობაში ვარდება ონლაინ მეცადინეობების მწირი გამოცდილების ან, საერთოდ, გამოუცდელობის გამო. სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ მთელი რიგი ვებინარებისა, რომლებიც ძირითად საკითხებში გაგიწევთ დახმარებას. ყველა ვებინარი ჩაწერილია, ასე რომ, თუ ვერ მოახერხებთ დასწრებას, შეგიძლიათ ჩანაწერს თქვენთვის სასურველ დროს უყუროთ. 

დაუკაშირდით სხვა პედაგოგებს ონლაინ

თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაობენ და რას აკეთებენ მასწავლებლები სხვა ქვეყნებში, გთავაზობთ, შეუერთდეთ მასწავლებელთა გლობალურ ჯგუფს ფეისბუქზე. შეგიძლიათ, გაუზიაროთ საკუთარი გამოცდილება და შეიტყოთ ახალი იდეები იმ კოლეგებისგან, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.

შემოგვიერთდით სოციალურ მედიაში

შემოგვიერთდით Teaching English Facebook გვერდზე და პირველებმა შეიტყვეთ უახლესი ონლაინაქტივობების შესახებ, რომლებზეც ვმუშაობთ.

დარჩით ჩვენთან!

თუ გსურთ ჩვენთან იყოთ დაკავშირებული და დაუკავშირდეთ სხვებსაც, შემოგვიერთდით Facebook გვერდზე, გამოგვყევით Twitter  -ზე და ასევე Instagram  არხზე.

გვსურს, უფრო ძლიერი და დიდი თემი შევქმნათ მათთვის, ვისაც უყვარს სწავლა და აინტერესებს კულტურა. ჩვენ ეს გვაერთიანებს!