ინგლისური ენა ხელოვნების და კულტურის მენეჯერებისთვის

ბრიტანეთის საბჭომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა ზოგადი ინგლისურის სწავლების 5-თვიან  უფასო კურსი ხელოვნებისა და კულტურის   მენეჯერებისთვის (თეატრების, საგამოფენო დარბაზების,  კინემატოგრაფიის სფეროში, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში არსებული ორგანიზაციებისთვის).  

პროგრამა განხორციელდა ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ტრენინგ ცენტრის ბაზაზე. 

კურსი მიმდინარეობდა 2016 წლის მაისიდან დეკემბრამდე. აღნიშნული არ ითვალისწინებდა აგვისტოს არდადეგებს. 

მეცადინეობა ტარდებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.