„სწავლის მეთოდები არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ელემენტარულ დონეზეც კი იმდენ ახალ სიტყვას იძენ, ახალ ფრაზას, გამონათქვამს ისე გისწორებენ, რომ ძალიან მოსახერხებელია და თან ეს იძლევა საშუალებას, ონლაინ გაკვეთილებით სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებსაც დაუკავშირდე."

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2021

„სისტემა, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ სტუდენტებს არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან სახალისო, საინტერესო და რაც მთავარია პროდუქტიული."

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2021

„ბრიტანეთის საბჭოში გამოყენებული სწავლების მეთოდები და შეძენილი ცოდნა  ყველაზე მეტად კარიერაში მეხმარება."

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2021

„მადლობა იმისათვის, რომ საუკეთესობი ხართ!"

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2020

„მადლობა, პირველ რიგში, რომ ძალისხმევას არ იშურებთ პანდემიის პირობებში გაგვიმარტივოთ სწავლა."

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2020

„არ მეგონა, ასე კომფორტული და დინამიკური თუ შეიძლებოდა ყოფილიყო ონლაინ სწავლა. Მადლობა!"

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2020

„ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის კურსები ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს, როგორც  საუკეთესო. ჩემმა კურსმა მოლოდინს გადააჭარბა; იგი სრულიად დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით და დისკუსიებით; 2-საათიანი გაკვეთილები მყისიერად სრულდებოდა. ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაკვეთილებზე ჩვენ მხოლოდ ინგლისურ ენას ვიყენებდით, რამაც მაიძულა, ინგლისურად უფრო მეტად მესაუბრა და უფრო სწრაფად მიმეღწია სასურველი შედეგისთვის.“ 

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2016

„ეს იყო საუკეთესო გამოცდილება. კურსი რეალურად დამეხმარა ინგლისური ენის  უნარების გაუმჯობესებაში. მან არა მარტო ახალი ცოდნა, არამედ ახალი მეგობრებიც შემძინა. ჩვენი მასწავლებელი იყო საუკეთესო მენტორი, ვინც ოდესმე მყოლია.“

დიდი მადლობა ბრიტანეთის საბჭოს!!!

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2015

„ბრიტანეთის საბჭოს კურსზე დასწრება ისეთ შეგრძნებას მიჩენს, თითქოს 2 საათით დიდ ბრიტანეთში ვარ. აქ ყველაფერი იმდენად ბრიტანულია, რომ გარემო გიბიძგებს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად რთული იდეებიც კი ინგლისურად გამოთქვა. სწავლის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი თვის მერე შევიტყე, რომ ჩემი მასწავლებელი ქართული იყო. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრიტანელი იყო!“ 

უფროსი ასაკის მოსწავლე, 2014