ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად ახალი 20-კრედიტიანი კურსები, რომლებიც ითვალისწინებს თქვენთვის ხელსაყრელ დროზე მორგებულ წინასწარ შედგენილ ცხრილს და გარანტირებულ პროგრესს. ჩვენი ექსპერტების ჯგუფი გაგიწევთ მეგზურობას სწავლისას და დაგეხმარებათ მიაღწიოთ მიზნებს. ჩვენ ყურადღებით შევარჩიეთ გაკვეთილების თანმიმდევრობა, რათა შემოთავაზებულმა თემებმა და ენობრივმა სტრუქტურებმა უზრუნველყოს თქვენი მაქსიმალური შედეგი.

ეს კურსები განკუთვნილია ყველა იმ მსურველისთვის, რომლის ინგლისური ენის ცოდნის დონე იწყება  A2 დონიდან. (Pre-Intermediate).  მეცადინეობები ჩატარდება საკლასო ოთახებში. კურსები დაფუძნებულია ორ ძირითად მიმართულებაზე: - ინგლისური სამუშაო მიზნებისთვის (Workplace English) და ინგლისური კომუნიკაციისთვის (Social English). ორივე მიმართულება დაგეხმარებათ აიმაღლოთ თავდაჯერებულობა ინგლისურად კომუნიკაციის დროს სამსახურსა თუ ყოველდღიურობაში.

მეცადინეობების განრიგი

მოდულებად შემოთავაზებული კურსის გრაფიკი მთელი კურსის განმავლობაში თქვენთვის წინასწარ იქნება დაჯავშნილი და ფიქსირებული, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ თითოეული გაკვეთილის  ცალ-ცალკე  დაჯავშნა. ეს კი გარანტიას გაძლევთ იყოთ კურსზე, რომლის განმავლობაშიც მასწავლებელი და სტუდენტების ჯგუფი უცვლელი დარჩება.

MyClass მოდულებად დაიწყება 2023 წლის 2 ოქტომბრიდან. კურსის გრაფიკი განისაზღვრება სტუდენტების დონისა და ჯგუფის მიხედვით..

რეგულარული გაკვეთილების გარდა თქვენ ასევე შეგეძლებათ დაჯავშნოთ უფასო სესიები- ე.წ. კლუბები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკას მოიცავს თქვენი გრამატიკული ცოდნის, სასაუბრო პრაქტიკის თუ სწორად წარმოთქმის გასაუმჯობესებლად, კლუბები დაგეხმარებათ ენის ცოდნის გაღრმავებაში და მოგცემთ საშუალებას გაიცნოთ კურსის მონაწილეები სხვა ჯგუფებიდან და ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც გიქმნით ინგლისურად კომუნიკაციის იდეალურ პირობას.

მოემზადეთ წარმატებისთვის

მოდულებად შემოთავაზებული MyClass კურსი მოიცავს 20 კრედიტს. თითოეული კრედიტი გულისხმობს ერთ გაკვეთილს. (20 კრედიტი = 20 გაკვეთილს).  გაკვეთილების ხანგრძლივობა 90 წუთია, ხოლო  თითოეული მოდულის ხანგრლივობა 30 საათი.  აღნიშნული პაკეტის ღირებულებაა 580 ლარი. ფასდაკლება ერთგული მომხმარებლებისთვის ამოქმედდება ყოველი მომდევნო კურსის შეძენისას.