სეზონის ფარგლებში, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს მოჭრილი უნიკალური მონეტის გამოფენას
Date
კვირა 15 სექტემბერი 2019 10:00კვირა 15 დეკემბერი 2019 18:00

ბრიტანეთი/საქართველო 2019-ის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ბრიტანეთის მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას. მონეტა უნიკალურია იმით, რომ ესაა დავითის მეფობის დროს მოჭრილი ერთადერთი მონეტა მისი გამოსახულებით.  ეს არის ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც შექმნილია მისი მეფობის პერიოდში (1089-1125). მონეტამ ცოტა ხნით გადმოინაცვლა ბრიტანეთის მუზეუმიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, როგორც ნაწილი თემატური გამოფენისა, რომელზეც წარმოდგენილია მეფე დავით აღმაშენებლის მიღწევები.

გამოფენის გახსნას დაესწრო ბრიტანეთის მუზეუმის ცენტრალური და აღმოსავლეთის მონეტების განყოფილების კურატორი. მან ასევე გააკეთა მოხსენება "რას გვიამბობენ უძველესი მონეტები".  საქართველოს ეროვნული მუზეუმი ატარებს სხვადასხვა ლექციას და ვორკშოპს, რომელიც დაკავშირებულია მონეტებთან და დავით აღმაშენებლის მეფობის ხანასთან, ისევე როგორც ბრიტანულ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებთან. სპეციალურად შექმნილი ციფრული პლატფორმა კი უფრო ფართო აუდიტორიას აძლევს საშუალებას, ონლაინ პლატფორმის საშუალებით იხილონ მონეტა.