"ინსტიტუტი": ეს აუცილებლად უნდა ნახოთ!

პარასკევი 12 აგვისტო 2016კვირა 14 აგვისტო 2016
დასაწყისი: 20:00 სთ.

12, 13 და 14 აგვისტოს ბათუმის მაცხოვრებლებს და სტუმრებს ვიწვევთ გეკოს სრულიად არაორდინალურ და დამატყვევებელ წარმოდგენაზე საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

ფიზიკური თეატრის სტილის მიმდევარი თეატრალური კომპანია გეკო გამოირჩევა განსაკუთრებული სასცენო ოსტატობით და ქორეოგრაფიით, ხოლო მისი ,,ინსტიტუტი’’ ვიზუალურად დამატყვევებელი და ამავდროულად სითბოთი სავსე სპექტაკლია, რომელიც ასახავს ზრუნვას საკუთარ თავსა და სხვებზე.

გეკოს სანახაობრივად შთამბეჭდავი და სიურპრიზებით აღსავსე სამყარო მაყურებლის წინაშე წარსდგება 12, 13 და 14 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე ბათუმის ხელოვნების ცენტრში.

ბილეთების ფასი: 5, 7, 10 ლარი.  

სპექტაკლის ,,ინსტიტუტი“ ბილეთები ასევე იყიდება ქალაქ თბილისშიც. მისამართი: რევაზ ლაღიძის N2, სალონი ,,ზაზანოვა“ (ოპერის თეატრთან ახლოს)

ბილეთები გაიყიდება 12 საათიდან 20:00 საათამდე.
საკონტაქტო ნომერი: 599 10-83-44