ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურისა და განათლების სფეროში.
ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრება ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების დირექტორი - გრემ შეფილდი, რომელიც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს კულტურის სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებთან.