აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო გიწვევთ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ბრიტანული კომპანიის "The Paper Cinema" წარმოდგენაზე ბათუმში.
ეს სპექტაკლი არის ჰომეროსის ცნობილი ნაწარმოების "ოდისეა" ისტორიის ინსცენირება, რომელშიც ქაღალდის თოჯინები გაცოცხლებული კინოს ხერხებით გამოიყენება.