მოხარული ვართ გაგაცნოთ ახალი ინიციატივა, რომელიც One World Media - სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს მოკლე დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო დონის რეჟისორების დაკავშირებას ციფრულ პლატფორმასთან სახელწოდებით: Global Shorts Doc Forum.
მოკლე დოკუმენტური ფილმების გლობალური ფორუმი 4-დღიანი ადგილობრივი ვორკშოფის ფარგლებში უმასპინძლებს კონკურსის შედეგად შერჩეულ 16 რეჟისორს ლონდონში, კლუბში Frontline. რეჟისორები დაესწრებიან დაფინანსების მოზიდვის (pitching) ტრეინინგს, კინოინდუსტრიის ექსპერტების მასტერკლასებს და პირადად შეხვდებიან კონკურსის ჟიურის წევრებს. ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს მაქსიმუმ 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომელიც უკვე დასრულებულია ან არსებულ მასალაზე დაყრდნობით განავითაროს საკუთარი ნამუშევარი. შერჩევის შედეგად 16 რეჟისორი 2018 წლის 15-18 მაისს ლონდონში დაესწრება ადგილობრივ ვორკშოფს, აუცილებელი ხარჯების სრული დაფინანსებით. აპლიკაციის შემოტანის საფასური 25 ფუნტია, რომელსაც რეჟისორი თავად იხდის. თუმცა, ამ გადასახადისგან შესაძლოა განთავისუფლდნენ ის კანდიდატები (განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებიდან), რომლებიც ფორუმის შესახებ შეიტყობენ ბრიტანეთის საბჭოს მეშვეობით; ასეთ შემთხვევაში რეჟისორებმა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@globalshortdocs.com სათაურის ველში უნდა მიუთითონ BRITISH COUNCIL და მიწერონ ლისია იაფეტს.
ბრიტანეთის საბჭოს მთავარი პარტნიორი One World Media არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებს და ეხმარება დამწყებ რეჟისორებსა და ჟურნალისტებს მისივე ფონდის, რეგულარული ღონისძიებების, ვორკშოფების და ასევე One World Media დაჯილდოების მეშვეობით. აპლიკაციების მიღება მოკლე დოკუმენტური ფილმების გლობალური ფორუმში ( GSDF ) მონაწილეობის მისაღებად უკვე დაწყებულია და დასრულდება 2018 წლის 9 თებერვალს. ასე რომ, თამამად იმოქმედეთ - ჩვენ გვსურს დაგვიკავშირდეთ! დაგვიკავშირდეთ! დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე