©

Photo by Veronika Kanantsova

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, სომხეთში,  აზერბაიჯანსა და უკრაინაში ახორციელებს პროექტს: „კულტურა და განვითარება: განუსაზღვრელი შესაძლებლობები“, რომლის მიზანია საუკეთესო მოდელების მოძიება და ახალი პარტნიორული თანამშრომლობის განვითარება რათა: ა) შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანთა და პროდიუსერთა პროფესიული ქსელი და ბ) შეიქმნას  პლატფორმა (მათ შორის ონლაინ), პროექტის მონაწილე ქვეყნებში ინკლუზიური ხელოვნების პროფესიული განვითარების, სასცენო დადგმების განხორციელების  და ტრენინგების ჩასატარებლად. ჩვენი მიზანია შშმ ხელოვანების ჩართვა დაგეგმვის და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და  ინტეგრირებული ხელოვნების ნიმუშების მაყურებლისთვის წარდგენა,  რაც ხელს შეუწყობს  ცვლილებებს სოციალური მიდგომებში,  რაც თავის მხრივ  დადებითად იმოქმედებს სოციალურ პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე.

ქვემოთ მოცემულ ვიდეო ინტერვიუში  ქლერ ქანინგამი, ბრიტანეთში აღიარებული და  ხელოვანთა საერთაშორისო წრეებში ფართოდ ცნობილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანი, საუბრობს საკუთარ სპექტაკლზე სახელწოდებით „მომეცი მიზეზი, რომ ვიცხოვრო“. ამ ერთი-მსახიობის სპექტაკლის ინსპირაცია  იყო შუა საუკუნეების მხატვრის  იერონიმუს ბოსხის შემოქმედება, რომელიც არის  რელიგიური საკითხების (განსაკუთრებით რელიგიური ხელოვნების) გაბედული კვლევა და ადამიანის სხეულის თუ ცხოვრების ხარისხის შესახებ განსჯა. სპექტაკლი ემპათიის ერთგვარი კვლევაცაა. 

მიმდინარეობს განაცხადების მიღება ტრენინგზე

ბრიტანეთის საბჭოს და საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში 8-10 ნოემბერს ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილერი, FEI-ს (Festivals and Events International) წარმომადგენელი, ჩაატარებს სამ დღიან ტრეინინგს სახელწოდებით საპროექტო განაცხადის დაწერა, დაგეგმვა, მიწოდება და შეფასება. 

ტიმ უილერი არის დამოუკიდებელი ხელოვნების კონსულტანტი, პედაგოგი და წარმოდგენების შემქმნელი. თეატრალური კომპანია Mind the Gap-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. მას აქვს 30 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. მან დაგეგმა და განახორციელა 18 გასტროლი, სპეციალური ადგილებისთვის განკუთვნილი პროდაქშენი, 100-ზე მეტი ხელოვნების პროექტი და საგანმანათლებლო პროგრამა.

ტრეინინგი  საპროექტო განაცხადის დაწერა, დაგეგმვა, მიწოდება და შეფასება არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამისა: შეუზღუდავი შესაძლებლობები: ,,სწორი ნაბიჯების გადადგმა’’. პროგრამის მიზანია  ინკლუზიური ხელოვნების განვითარება, ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების სფეროში ჩართულობის  და ამ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ხელის შეწყობა.  ჩვენი  მიზანია ამ ტრენინგებზე საშუალება მივცეთ როგორც  შშმ ასევე არა-შშმ პირებს განავითარონ საკუთარი უნარები, ითანამშრომლონ ინტეგრირებულ გარემოში, გაეცნონ ბრიტანულ გამოცდილებას ინკლუზიური ხელოვნების თვალსაზრისით და დაამყარონ ახალი კონტაქტები. 

დაინტერესებულ პირებს (როგორც შშმ პირებს ასევე ტიპური განვითარების პირებს)  ვთხოვთ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა  19 ოქტომბრის 23:59 საათამდე და გაუგზავნონ ბრიტანეთის საბჭოს ხელვნების პროგრამის ასისტენტს  ქეთევან ტვილდიანს

უპირატესობა მიენიჭებათ იმ პირებს და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც საქმიანობენ სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ხელოვნებაში ჩართულობის სფეროში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. 

 

პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები

2017 წლის 21 სექტემბერი - ბრიტანული ინკლუზიური თეატრალური კომპანიის Shape წარმომადგენელმა რებეკა ლისიცკიმ კვლევითი ვიზიტის ფარგლებში მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრებში სახელოვნებო სივრცეთა ადაპტირებულობის თვალსაზრისით არსებული სიტუაცია შეაფასა ამ ვიზიტის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეკომენდაციები ეხება არსებული სივრცეების ადაპტირებას  როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მაყურებლების, ისე  შშმ ხელოვანებისთვის.

2017 წლის 22 სექტემბერი - რებეკა ლისიცკის სამუშაო შეხვედრა თეატრების და სახელოვნებო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ბრიტანული გამოცდილების გაცნობის მიზნით. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქართული თეატრების და სახელოვნებო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

2017 წლის 30 სექტემბერი - სმენადაქვეითებულ მამაკაცთა ქორეოგრაფიული კომპანიის Deaf Men Dancing წარმოდგენა „ათი“, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე. კომპანია აერთიანებს ცეკვის რამდენიმე სტილს და მასში რთავს ბრიტანულ ჟესტების ენას. წარმოდგენა სახელწოდებით „ათი“ ღია ცისქვეშ გაიმართა.

2017 წლის 31 ოქტომბერი - 2 ნოემბერი - ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის Candoco წარმომადგენლების ტრენინგი სახელწოდებით Dance Lab 1 ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებული ქართველი მოცეკვავეებისთვის. ტრენინგი ჩატარდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით.

2017 წლის 18-20 აპრილი - ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის Candoco წარმომადგენლების ტრენინგი სახელწოდებით Dance Lab 2 ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებული ქართველი მოცეკვავეებისთვის. ტრენინგი ჩატარდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით.

2018 წლის 3-5 სექტემბერი  - ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი შორენა ციცაგი და პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი ზაზა მეჭიაური დაესწრნენ ლონდონის იუნიქორნ თეატრში ჩატარებულ სიმპოზიუმს „Unlimited: The Synposium“, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ხელოვნებას და მათი ხელოვნებაში ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკას, სამოქმედო გეგმების დასახვას და ბრიტანული გამოცდილების გაცნობა-გაზიარებას ეძღვნებოდა. 

2018 წლის 27 სექტემბერი - ჩვენი მხარდაჭერით თბილისის ინკლუზიური დასი  თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე  წარსდა პირველი სპექტაკლით „სხვა გზა“. სპეციალურად ამ  წარმოდგენისთვის საქართველოს ეწვია ელი დაგლას ალანი, ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის Candoco საგანმანათლებლო სფეროს პროდიუსერი და სპექტაკლის შემდეგ  მარჯანიშვილის თეატრში შეკრებილი მაყურებლის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.