აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2019 წლის 15 მარტს ბათუმში გაიმართა ფესტივალების მენეჯმენტის გაუმჯობესებისაკენ მიმართული საგანმანათლებლო პროფესიული განვითარების პროექტის მიღწევებისა და პერსპექტივებისადმი მიძღვნილი დასკვნითი ღონისძიება.
ჩვენ მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ფესტივალები განვითარებისთვის“, სამთავრობო უწყებებისა და ადგილობრივი ფესტივალების მენეჯერებისთვის, რომელიც 2018 წლის 14 მარტს ბათუმში გაიმართა ემსახურებოდა ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში ფესტივალების მნიშვნელობისა და წვლილის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მნიშვნელოვანი ბრიტანული ფესტივალების ორგანიზატორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ბრიტანული ფესტივალების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები, წარმატებულ ქეისები და ინოვაციური მოდელები (ედინბურგის ფესტივალები, ფრინჯი, ბრაიტონი, ანლიმიტედ, გლოსტერი და ა.შ.).