Teenage girl wearing headphones and using a laptop while sitting outdoors, with a kitten beside her.

Cambridge გამოცდისთვის მომზადება მნიშვნელოვანი ეტაპია. British Council-ში ჩვენ გთავაზობთ კემბრიჯის ექსპერტთა მხარდაჭერასა და სასწავლო რესურსებს, რომლებიც დაგეხმარებათ, თავდაჯერებულად მიაღწიოთ დასახულ წარმატებას. 

რატომ უნდა ჩააბაროთ Cambridge გამოცდა British Council-ში? 

როგორც ინგლისური ენის გლობალური ექსპერტები, 80 წელზე მეტი გამოცდილებით, გთავაზობთ პრემიუმ საგამოცდო გამოცდილებას, რომელიც ეფუძნება შემდეგ უპირატესობებს: 

  • უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები: ჩვენი მაღალი სტანდარტები გამოცდის დღეს სანდო და პროფესიულ გარემოს უზრუნველყოფს. 
  • მოქნილობა: გთავაზობთ გამოცდებს როგორც ქაღალდის (Paper based), ისე ციფრულ (Digital) ფორმატში, რაც საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ვერსია. 
  • პროფესიული მეთოდოლოგია: ჩვენი სასწავლო მასალები იქმნება კემბრიჯთან მჭიდრო თანამშრომლობით და სრულად ასახავს უახლეს საერთაშორისო საგამოცდო სტანდარტებს. 
  • დადასტურებული წარმატება: მილიონობით მოსწავლემ მთელ მსოფლიოში, ჩვენი გლობალური ქსელის დახმარებით, შეძლო საკუთარი პოტენციალის საუკეთესოდ გამოვლენა. 

პრემიუმ მხარდაჭერა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის 

British Council-ში ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ გამოცდის დღით არ შემოიფარგლება. ჩვენ გთავაზობთ ციფრულ პლატფორმებს, რომლებიც კანდიდატებსა და პარტნიორ სკოლებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს — სპეციალიზებულ სასწავლო მასალებთან უწყვეტი 24/7 წვდომის საშუალებით. 

ონლაინ რესურსები და მოსამზადებელი პლატფორმა გამოცდისთვის (B2 და C1) 

როდესაც ჩვენთან დარეგისტრირდებით B2 First, B2 First for Schools ან C1 Advanced გამოცდაზე [Link to their local exam pages], მიიღებთ წვდომას ჩვენს უფასო ონლაინ პლატფორმაზე გამოცდისთვის მოსამზადებლად. ეს არის ციფრული სივრცე, რომელიც საგანგებოდ არის შექმნილი პრაქტიკული სავარჯიშოებისა და გამოცდის წინა, ფინალური გამეორებისთვის. 

  • როგორ მუშაობს: რეგისტრაციის შემდგომ, საგამოცდო ცენტრიდან მიიღებთ აქტივაციის კოდს. ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ შეძლებთ პრაქტიკული ტესტების გავლას როგორც კომპიუტერიდან და ლეპტოპიდან, ისე მობილური მოწყობილობებიდან. 
  • მიზანმიმართული მომზადება: მიიღეთ კემბრიჯის ექსპერტთა რეკომენდაციები სხვადასხვა სპეციფიკური დავალების შესასრულებლად და გაიარეთ სავარჯიშოები, რომლებსაც ახლავს მყისიერი ახსნა-განმარტებები Listening, Reading და Use of English ნაწილებისთვის. 
  • შეზღუდვების გარეშე: ისწავლეთ თქვენთვის სასურველი ტემპით, დროის შეზღუდვის გარეშე. შეგიძლიათ საგამოცდო სავარჯიშოები იმდენჯერ გაიმეოროთ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ წარმატებისთვის აუცილებელი თავდაჯერებულობის ასამაღლებლად. 

Access Free Online Support Platform  

 

[CTA Button] მიიღეთ უფასო წვდომა მოსამზადებელ ონლაინ პლატფორმაზე [Link to online support local page] 

Advantage პლატფორმა მასწავლებლებისთვის 

British Council საგანმანათლებლო საზოგადოების საიმედო პარტნიორია. ჩვენი Advantage პლატფორმის მეშვეობით ვეხმარებით პედაგოგებსა და სკოლის ხელმძღვანელებს — უფასო პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო რესურსების მიწოდებით. 

  • გლობალური საზოგადოება: შემოუერთდით მოტივირებული პედაგობების საერთაშორისო ქსელს, სადაც შეძლებთ გაცვალოთ იდეები, სტრატეგიები და გამოცდილება ინგლისური ენის შეფასების სფეროში. 
  • პროფესიული განვითარება: ისარგებლეთ დამოუკიდებელი სწავლებისთვის განკუთვნილი სასწავლო მოდულებით, ჩაერთეთ ყოველთვიურ ვებინარებში და მიიღეთ მონაწილეობა წამყვანი ექსპერტების მიერ მართულ სადისკუსიო ფორუმებში. 
  • მზა სასწავლო მასალები: ჩამოტვირთეთ უახლესი მასალები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია თქვენი მოსწავლეების Cambridge English Qualifications გამოცდებისთვის მოსამზადებლად. 
  • მარტივი წვდომა: გამოიყენეთ თქვენი სკოლის უნიკალური Advantage აქტივაციის კოდი და მიიღეთ უწყვეტი 24/7 წვდომა ექსკლუზიურ მოსამზადებელ პლატფორმაზე. 
 

[CTA Button] გაეცანით Advantage პლატფორმას [Link to Advantage Platform page] 

სხვა რესურსები ყველა მოსწავლისთვის 

საუკეთესო საგამოცდო შედეგის მისაღწევად აუცილებელია უმაღლესი ხარისხის სასწავლო მასალებზე მუშაობა. ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან ციფრულ რესურსებსა და პლატფორმებს, რომლებიც ყველა საჭირო ენობრივი უნარის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. 

LearnEnglish პლატფორმები ყველა ასაკისთვის 

მიიღეთ წვდომა ჩვენს გლობალურად აღიარებულ ონლაინ პლატფორმებზე, რომლებიც თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. 

  • ზრდასრულები და პროფესიონალები: გააუმჯობესეთ გრამატიკა და ლექსიკა 2000-ზე მეტი ინტერაქციული სავარჯიშოს დახმარებით, მათ შორის ბიზნესინგლისურისთვის შექმნილი სპეციალური რესურსებით. 
  • ბავშვები და მოზარდები: 5-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებზე მორგებული სპეციალური ონლაინ სივრცეები, სადაც თავმოყრილია საგანმანათლებლო თამაშები, სიმღერები და საგამოცდო რეკომენდაციები, რაც სწავლის პროცესს ერთდროულად სახალისოსა და ეფექტურს ხდის. 
 

[CTA Button] აღმოაჩინეთ LearnEnglish ონლაინ პლატფორმები [Link to LearnEnglish Websites local page] 

სასწავლო და საგამოცდო მობილური აპლიკაციები 

გამოიყენეთ თავისუფალი დრო პროდუქტიულად და იმეცადინეთ ნებისმიერ ადგილას — ჩვენი სპეციალიზებული მობილური აპლიკაციების დახმარებით. 

  • გრამატიკა და ლექსიკა: ისეთი აპლიკაციები, როგორიცაა LearnEnglish Grammar და Johnny Grammar’s Word Challenge, დაგეხმარებათ საგამოცდო მასალის სწრაფად ათვისებასა და ტესტირებისთვის საჭირო ენობრივი უნარების განვითარებაში. 
  • მოსმენა და წარმოთქმა: მარტივად აითვისეთ ბრიტანული ინგლისურის ჟღერადობა ჩვენი Podcasts აპლიკაციით და დახვეწეთ საუბრის უნარები Sounds Right-ის ინტერაქციული ფონეტიკური ცხრილის დახმარებით. 
 

[CTA Button] აღმოაჩინეთ LearnEnglish აპლიკაციები [Link to LearnEnglish apps local page] 

დამატებითი რესურსები და სასწავლო გზამკვლევი 

წარმატება დამოკიდებულია როგორც ენის ცოდნაზე, ისე საგამოცდო ტექნიკაზე. 

  • ტესტური სტრატეგიები: ისწავლეთ დროის ეფექტურად განაწილება და გაიგეთ, თუ რა ტიპის დავალებები დაგხვდებათ გამოცდის თითოეულ კომპონენტში. 
  • მხარდაჭერა ოჯახისგან: გაეცანით ჩვენს Parents’ Guide-ს. ეს არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დაეხმარება თქვენს შვილს საგამოცდო სტრესის დაძლევასა და ტესტირებაზე მაქსიმალურად თავდაჯერებულად გამოცხადებაში. 
 

[CTA Button] გაეცანით Parents Guide-ს ინგლისური ენის გამოცდებისთვის 

[Link to parents guide local page]