ვცდილობთ, გამოცდის დღემ მაქსიმალურად მშვიდად და სტრესის გარეშე ჩაიაროს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია, რათა სრულად იყოთ მზად როგორც წერითი, ისე სასაუბრო (Speaking) კომპონენტებისთვის.
თქვენი Cambridge გამოცდის დღე
გამოცდის დაწყებამდე
- თან იქონიეთ კალამი, ფანქარი, საშლელი და თქვენი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ნუ მოიტანთ ზედმეტ ფურცლებს; ყველა საჭირო მასალა ადგილზე დაგხვდებათ.
- საგამოცდო ცენტრში გამოცდის დაწყებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეთ.
- საგამოცდო ოთახის მისაგნებად მიჰყევით საინფორმაციო ნიშნებს. მეთვალყურე თავად შეგატყობინებთ, როდის შეძლებთ აუდიტორიაში შესვლას.
ოთახში შესვლისას
- გამორთეთ მობილური ტელეფონი (მაღვიძარასა და შეხსენებების ჩათვლით) და ყველა სხვა ელექტრონული მოწყობილობა, მათ შორის სმარტ-საათი.
- მობილური ტელეფონები და სხვა არანებადართული ნივთები (ჩანთები, წიგნები და ა.შ.) მოათავსეთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
- შეგიძლიათ თან იქონიოთ გამჭვირვალე წყლის ბოთლი, თუმცა გთხოვთ, ის იატაკზე, თქვენი მერხის გვერდით დადოთ, რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევითი დაზიანება ან წყლის დაღვრა.
- მას შემდეგ, რაც ადგილს დაიკავებთ, საგამოცდო დღის დამკვირვებელი მოგთხოვთ პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და განრიგის ჩვენებას თქვენი იდენტობის დასადასტურებლად.
- Საგამოცდო დღის დამკვირვებლები დაგირიგებენ კითხვარებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკე პასუხების ფურცელს ან სამუშაო ფურცელს.
- თუ თქვენს კითხვარზე დაბეჭდილი სახელი არასწორია, დაუყოვნებლივ აცნობეთ ზედამხედველს.
- ზედამხედველი თითოეული ნაწილისთვის კონკრეტულ ინსტრუქციებს მოგცემთ. ყურადღებით მოუსმინეთ და თუ რამე გაუგებარია, დასვით კითხვა.
გამოცდის დაწყებისას
- არ გაქვთ საუბრის, გადაწერის ან აკრძალული ნივთების, მაგალითად მობილური ტელეფონის შეტანის უფლება. ამ წესების დარღვევა გამოიწვევს გამოცდიდან დაუყოვნებლივ მოხსნას და დისკვალიფიკაციას.
- თუ გამოცდის დროს გაქვთ კითხვა ან პრობლემა შეგექმნათ, მაგალითად ტექნიკური ხარვეზი, ხმაური ან სხვა დაბრკოლება, დაუყოვნებლივ ასწიეთ ხელი. ზედამხედველი ოფიციალური საგამოცდო წესების შესაბამისად დაგეხმარებათ.
- თუ საპირფარეშოთი სარგებლობა გჭირდებათ, ასწიეთ ხელი. უსაფრთხოების მიზნით, თქვენ საგამოცდო დღის დამკვირვებელი უნდა გაგყვეთ.
ქაღალდზე (Paper based) ჩასაბარებელი გამოცდებისთვის
- წაიკითხეთ ინსტრუქციები კითხვარის პირველ გვერდზე და, საჭიროების შემთხვევაში, ცალკე პასუხების ფურცელზეც.
- არ გახსნათ კითხვარი მანამ, სანამ საგამოცდო დღის დამკვირვებელი ამის ინსტრუქციას არ მოგცემთ. თითოეული ნაწილისთვის გეტყვიან, კალამი უნდა გამოიყენოთ თუ ფანქარი.
- თითოეული ნაწილის ხანგრძლივობა გამოცხადდება. ყველა დავალება, მათ შორის პასუხების გადატანა, გამოყოფილ დროში უნდა დაასრულოთ. პასუხების გადასატანად დამატებითი დრო არ გამოიყოფა.
- ყველა მონახაზი ან სამუშაო ჩანაწერი უნდა გააკეთოთ კითხვარის ცარიელ გვერდებზე ან საგამოცდო დღის დამკვირვებლის მიერ მოწოდებულ ცალკე ფურცელზე, თქვენი გამოცდის დონის შესაბამისად.
- Listening ტესტის აუდიო მოიცავს ყველა ინსტრუქციასა და საჭირო პაუზას. თითოეულ ნაწილს ორჯერ მოისმენთ. მხოლოდ Listening ტესტის დასრულების შემდეგ მოგეცემათ დრო პასუხების გადასატანად.
- ზედამხედველი შეგახსენებთ, როდესაც თითოეული წერილობითი ნაწილის დასრულებამდე დარჩენილი იქნება 10 და 5 წუთი.
ციფრული (Digital) გამოცდებისთვის
- როდესაც ზედამხედველი გეტყვით, სისტემაში შესასვლელად უნდა შეიყვანოთ თქვენი პერსონალური entry code. სანამ გააგრძელებთ გთხოვთ, შეამოწმოთ, რომ ეკრანზე მოცემული თქვენი პირადი მონაცემები სწორია. გამოცდის თითოეული კომპონენტის დაწყების წინ entry code-ის ხელახლა შეყვანა დაგჭირდებათ.
- გამოცდის განმავლობაში კომპიუტერის გამორთვა ან გადატვირთვა არ შეიძლება. კლავიატურაზე აკრეფა დაიწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ზედამხედველი ამის ინსტრუქციას მოგცემთ.
- გამოცდის დარჩენილი დრო ეკრანზე გამოჩნდება. თითოეული ნაწილის დასრულებამდე მიიღებთ 10-წუთიან და 5-წუთიან გაფრთხილებას, Listening ნაწილის გარდა.
- უნდა გამოიყენოთ მოწოდებული ყურსასმენები, რომლებიც გამოცდამდე შემოწმდება. ტესტის დაწყებამდე ხმის თქვენთვის კომფორტულ დონეზე დაყენება თქვენი პასუხისმგებლობაა.
გამოცდის დასრულებისას
- ტესტის დასრულებისას დადეთ კალმები ან ფანქრები.
- საგამოცდო დღის დამკვირვებელი ოთახიდან გასვლამდე შეაგროვებს ყველა კითხვარს, პასუხების ფურცელსა და სამუშაო ჩანაწერს. ამ დროის განმავლობაში ადგილზე უნდა დარჩეთ.
გამოცდის შემდეგ
- გასვლამდე დარწმუნდით, რომ ყველა პირადი ნივთი აიღეთ.
- შეინახეთ თქვენი განრიგის ფურცელი. შედეგებზე წვდომისთვის მასზე მითითებული ინფორმაცია დაგჭირდებათ. a
- თან იქონიეთ პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საგამოცდო ცენტრში გამოცდის დაწყებამდე სულ მცირე 20 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეთ.
- მიჰყევით საინფორმაციო ნიშნებს, Speaking ტესტის სივრცის მისაგნებად.
- მეთვალყურე თქვენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს კანდიდატების სიას შეადარებს. შემოწმების შემდეგ, სასაუბრო კომპონენტის დაწყებამდე, დარჩით სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში.
- ლოდინის დროს შეინარჩუნეთ სიჩუმე, რათა სხვა კანდიდატებს ხელი არ შეუშალოთ.
- თუ თქვენი სახელი შეცდომით წერია, აცნობეთ ზედამხედველს.
- გამორთეთ მობილური ტელეფონი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. თქვენი ნივთები მითითებულ ადგილზე განათავსეთ.
- Speaking ტესტი წყვილებში ტარდება. ზედამხედველი თქვენს მეწყვილეს განრიგის შესაბამისად განსაზღვრავს.
- თუ კანდიდატების რაოდენობა კენტია, ბოლო კანდიდატები სამკაციან ჯგუფს შექმნიან. ტესტი მხოლოდ ერთი კანდიდატით ვერ ჩატარდება.
თუ გამოცდის დროს მოხდა რამე, რამაც შესაძლოა თქვენს შედეგზე გავლენა იქონიოს, მაგალითად შეუძლოდ გახდით ან Listening ნაწილის დროს ძლიერი ხმაური იყო, დაუყოვნებლივ აცნობეთ ზედამხედველს
- გამოცდის დღის ფოტოები სავალდებულოა B2 First, C1 Advanced და C2 Proficiency გამოცდებისთვის. ფოტო შესაძლოა გადაიღონ Writing ან Speaking ტესტის დღეს.
- ყველა კანდიდატმა ან მშობელმა/კანონიერმა მეურვემ ხელი უნდა მოაწეროს შესაბამის თანხმობის ფორმას.