ჩვენ ვახორციელებთ PlayUK -ს საქართველოს ორ ქალაქში, ვთავაზობთ რა ქართველ და უცხოელ მაყურებელს ბათუმსა და თბილისში საუკეთესო ბრიტანულ ფილმებს, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალთან და თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალთან თანამშრომლობით.
ათასობით კინომოყვარული იხილავს საუკეთესო თანამედროვე ბრიტანულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, ასევე კინო ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ პროფესიული განვითარების პროგრამებში. და ეს ყოველივე შესაძლებელი იქნება საფესტივალო დღეებში საქართველოში, საერთაშორისო კინოფესტივალებთან ჩვენი პარტნიორობით.
თემატურად PlayUK საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ მართლაც ცვალებად სამყაროში, სადაც სწრაფი ცვლილებებია და ურთიერთობების უჩვეულო და უცნობი ფორმატის დემონსტრირება ხდება, ჩვენი მიზანია იმ ფილმების შემოთავაზება, რომლებიც წარმოაჩენს ადამიანის ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენას, ასევე ურთულეს სიტუაციებში გამოსავალის ძიებისა და პოვნის უნარს.
PlayUK ახდენს ფილმის, როგორც ხელოვნების ისეთი, ფორმის საზეიმო დემონსტრირებას, რომელიც გვთავაზობს ახალი ტექნოლოგიების მიერ ნაკარნახები ცვლილებებისადმი შეგუების გზას. ფილმები ყოველთვის პოულობენ პოზიტიური ცვლილებების და აუდიტორიის გაერთიანების გზას. სწორედ ამის კიდევ ერთი მტკიცებულებაა PlayUK. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას საფესტივალო დღეების მოახლოებისას შემოგთავაზებთ.
ეწვიეთ ბმულს ღონისძიებები, რათა გაეცნოთ ჩვენს სიახლეებს.