"მომავლის ინგლისური" არის ბრიტანეთის საბჭოს მრავალშრიანი, საერთაშორისო პროგრამა, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, სომხეთში, უკრაინაში, უზბეკეთში და ყაზახეთში, პოლიტიკის შემქმნელებს და გამტარებლებს სთავაზობს მაღალი დონის კვლევით და საკონულტაციო მომსახურებას ინგლისური ენის სწავლა-სწავლების სფეროში და აღჭურვავს მათ არგუმენტებით განათლების სფეროში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

პროგრამა სამინისტროებს და პედაგოგებს სთავაზობს მუდმივი პროფესიული განვითარების კვლევებზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობენ მათ საჭიროებებს და უზრუნველყოფენ რეგიონის პედაგოგების - როგორც პრაქტიკოსების და პროფესიონალების - მზარდ განვითარებას.

ამ მიზნის მისაღწევად შემოთავაზებულია ზემოთ-ჩამოთვლილ ქვეყნებში მცხოვრები ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ინოვაციურ პლატფორმაზე – "პედაგოგთა ონლაინ საზოგადოება" - ამჟამად მიმდინარე პროფესიული განვითარების პროგრამა.

Online Teacher Community (OTC) Platform, image

Future English მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება

მომავლის ინგლისური: მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება (OTC) არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ შექმნილი პროფესიული განვითარების ონლაინ პლატფორმა ინგლისური ენის მასწავლებელთათვის.

საქართველოს მასწავლებელთა განვითარების პროგრამა 2022–23

800-ზე მეტი პედაგოგია დარეგისტრირებული ვებინარების სერიაზე შეფასების სწავლების მეთოდების შესახებ, რომლებსაც ნოთინგემ ტრენტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ატარებენ.