მომავლის ინგლისური: მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება (Online Teacher Community – OTC) არის ბრიტანეთის საბჭოს მიერ შექმნილი პროფესიული განვითარების ონლაინ პლატფორმა ინგლისური ენის მასწავლებელთათვის დასავლეთ ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და უკრაინაში.

პლატფორმა უნიკალურია, რადგან მონაწილე ქვეყნების ათასობით ინგლისური ენის მასწავლებელს სთავაზობს ონლაინ სივრცეს, სადაც მათ ეძლევათ შესაძლებლობა გაიცნონ კოლეგები, გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ წვდომა სინქრონულ და ასინქრონულ სასწავლო აქტივობებზე და რესურსებზე და ასევე მოახდინონ საკუთარი განვითარების დოკუმენტირება უსაფრთხო გარემოში გამოცდილი და დატრენინგებული ფასილიტატრების დახმარებით.

პლატფორმაზე მასწავლებლებს ეძლევათ წვდომა ბრიტანეთის საბჭოს და ინგლისური ენის სწავლების სხვა ბრიტანული ინსტიტუციების მიერ შემუშავებულ შესაბამის რესურსებზე. მათ ასევე შეუძლიათ ჩაერთონ მცირე თუ დიდ პროფესიულ ჯგუფებში მიმდინარე დისკუსიებში პრობლემებისა და სიახლეების შესახებ.

შექმნილია სპეციალური ინტერეს ჯგუფები – Special Interest Groups (SIG). ამ ჯგუფებში გაწევრიანებულ პედაგოგებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კოლეგებს პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებიდან და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო სფეროში.

პროგრამის სამუშაო ენა ინგლისურია, შესაბამისად მონაწილეობის მსურველთა ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური დონე უნდა იყოს B1.

OTC პლატფორმაში ჩართვა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების მასწავლებლებს.

მეტი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მაია დარჩია, პროექტის მენეჯერი: Maya.Darchia@ge.britishcouncil.org.