კურსის მიმოხილვა

IELTS  (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა)არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ინგლისური ენის ტესტი. იგი შემუშავებულია მსოფლიოს წამყვანი  ტესტირების ექსპერტების მიერ თქვენი ინგლისური ენის კომპეტენციების შესაფასებლად, როგორებიცაა კითხვა, წერა, მოსმენა და საუბარი. IELTS აღიარებულია 12 500-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში.

გაიარეთ IELTS ტესტისთვის მოსამზადებელი აკადემიური კურსები ჩვენთან და მიიღეთ მაქსიმალური შედეგი.

ბრიტანეთის საბჭო ამაყოფს იმით, რომ არის IELTS-ის თანამფლობელი.

ჩვენი კურსები გთავაზობთ:

  • არჩევანს და მოქნილობას - ყოველთვიურად ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ ორ მოსამზადებელ კურსს. შეძლებთ კურსი შეარჩიოთ ისე, რომ ტესტის ჩაბარების თარიღისთვის სრულიად მომზადებული იყოთ.
  • მაღალხარისხიან სწავლებას - ისწავლით,  როგორ გამოიყენოთ ტესტისთვის აუცილებელი  უნარ-ჩვევები
  • საჭირო ცოდნას  – შეისწავლით ტესტის ჩაბარებისთვის საჭირო სტრატეგიებს
  • უკუკავშირს – ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტებისგან მიიღებთ ინდივიდუალურ უკუკავშირს საკუთარ შედეგებზე და რჩევებს, რაზე უნდა იმუშავოთ მეტად
  • საჭირო გამოცდილებას - იმიტირებულ ტესტებს გამოცდის სტრესის ასარიდებლად და ტესტის ფორმატის უკეთ გასაცნობად.

ბრიტანეთის საბჭო ასევე მოგცემთ წვდომას უფასო საგამოცდო ონლაინ მასალაზე.

ინფორმაცია IELTS  გამოცდისთვის მოსაზადებელ კურსის შესახებ

30 საათიანი კურსი ონლაინ ფორმატში
მუშაობა ოთხივე კომპონენტზე (წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი) განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით წერისა და საუბრის გაუმჯობესებაზე
საგამოცდო  სტრატეგიები
დეტალური ინდივიდუალური უკუკავშირი ბრიტანეთის საბჭოს ექსპერტისგან, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით თქვენ ძლიერ მხარეზე, მითითებებით რა უნდა გააუმჯობესოთ და შესაბამისი მასალის შეთავაზებით.

 იდეალურია იმ კანდიდატებისთვის, რომელთაც:

- სურთ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ ტესტის ქულა

- აქვთ შესაძლებლობა მეტი დრო დაუთმონ და სიღრმისეულად მოემზადონ IELTS ტესტისთვის

იმიტირებული გამოცდები უკუკავშირით და რეკომენდაციებით
 30 საათიანი კურსის ფასი 890 ლარი

ამას გარდა, სპეციალურად მოზარდებისთვის, გვაქვს IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი, სადაც მხოლოდ მოზარდები სწავლობენ დეტალური ინფორმაციია იხილეთ აქვე