ბრიტანეთისსაბჭო საქართველოში ახორციელებს გადახდილი თანხის ანაზღაურებას myClass– ის ფარგლებში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: ჩვენ აგინაზღაურებთ დარჩენილი myClass–ის კრედიტებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგიწიათ კურსის შეჩერება შემდეგი მიზეზების გამო:
1. თქვენ მოგიწიათ სხვა ქვეყანაში წასვლა.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აგრძელებთ სწავლას.
აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ დამადასტურებელი საბუთები (მაგ. დამსაქმებლის წერილი ან ექიმის ცნობა).
თანხის ანაზღაურება შეგიძლიათ მოითხოვოთ მხოლოდ MyClass–ის პაკეტის შეძენის ვალიდურობის პერიოდში.
თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო ცენტრის მენეჯერი.
თანხის ანაზღაურების პროცესი:
1. შეავსეთ „MyClass–ის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ფორმა“.
2. ბრიტანეთის საბჭო დაგიკავშირდებათ დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში.
3. დამტკიცებული თანხა დაგიბრუნდებათ ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვის გზით (თუ გამოგვიგზავნით თქვენს საბანკო რეკვიზიტებს) 20 სამუშაო დღის განმავლობაში. მომდევნო ფინანსური პროცესების ხანგრძლივობაზე ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრი პასუხისმგებელი არ არის.
4. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთის საბჭო არ ახორციელებს გადარიცხვას დიდი ბრიტანეთის ან სხვა შესაბამისი იურისდიქციის მიერ სანქცირებულ ბანკებში. თუ თქვენ მოითხოვთ თანხის ანაზღაურებას სანქცირებულ საბანკო ანგარიშზე, აუცილებელი იქნება გადახდის ალტერნატიული ფორმის დასახელება, რომელიც არ დაარღვევს ზემოხსენებულ შეზღუდვას.
ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა:
1. თქვენ აგინაზღაურდებათ გამოუყენებელი myClass–ის კრედიტები.
2. ასანაზღაურებელი თანხა გამოითვლება myClass–ის პაკეტის საფასურის გაყოფით მთლიანი კრედიტების რაოდენობაზე და გამრავლებული დარჩენილ კრედიტებზე.
3. ადმინისტრაციული ჩამოჭრა შეადგენს 40 ლარს. აღნიშნული თანხა გამოაკლდება ასანაზღაურებელ თანხას, ადმინისტრაციული და საბაკო ხარჯების დასაფარად.
COVID-19-ის შემდგომი საჭიროებებიდან გამომდინარე საკარანტინო ზომების შემთხვევაში - სასწავლო ცენტრის დახურვის აუცილებლობის შემთხვევაში - მთავრობის მანდატის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების მმართველობა იტოვებს უფლებას, გადაიყვანოს ყველა სერვისი ონლაინ/ვირტუალურ რეჟიმზე მანამდე, სანამ არ მოიხსნება საკარანტინო ზომები. ზემოთ ხსენებულ პერიოდში სერვისები მოწოდებული იქნება შესაბამისად.