ბრიტანეთის საბჭო ზრუნავს სასწავლო ცენტრის სტუდენტების ჯანმრთელობაზე. Covid-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის დამატებით ზომებს. შეიტყვეთ მეტი ამ ზომების შესახებ.

ბრიტანეთის საბჭოს კურსზე რეგისტრაცია მარტივია. მიყევით ქვემოთ ჩამოთვლილ ოთხ მარტივ საფეხურს:

პირველი - დაჯავშნეთ კონსულტაცია

კონსულტაცია საშუალებას მოგცემთ შეიტყოთ მეტი თქვენთვის განკუთვნილ კურსებთან დაკავშირებით. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს სასწავლო ცენტრში, ან გაიაროთ ონლაინ.

  • კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ჩვენს სასწავლო ცენტრში. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო კონსულტაციისთვის.
  • კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
  • კონსულტაციის საფასურია 10 ლარი.

მეორე - გაიარეთ  დონის დასადგენი ტესტი ონლაინ 

პედაგოგთან კონსულტაციის დაჯავშნის შემდეგ თქვენ გამოგეგზავნებათ ბმული, სადაც შეგიძლიათ გაიაროთ ტესტირება დონის დასადგენად. 

  • დონის დასადგენი ონლაინ ტესტი მოიცავს 30 კითხვის, მოცემული სავარაუდო პასუხებით.
  • ტესტირების გასავლელად განკუთვნილი დრო - 30 წუთი.
  • გთხოვთ, დაასრულოთ დონის დასადგენი ტესტირება კონსულტაციამდე.

მესამე - გაიარეთ ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია

  • ჩვენი აკადემიური მრჩევლები განიხილავენ თქვენი ტესტირების შედეგებს და გაცნობებენ შესაბამისი კურსის შესახებ.
  • კონსულტაცია გაგრძელდება 10-დან 20 წუთამდე.

მეოთხე - რეგისტრაცია კურსზე

კონსულტაციის შემდეგ თქვენ შეძლებთ დარეგისტრირდეთ თქვენ მიერ შერჩეულ კურსზე და გადაიხადოთ საფასური.

  • თანხის გადახდა და კურსებზე რეგისტრაცია დამოუკიდებლად შესაძლებელია 18 წლიდან.

დახმარება

იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ დახმარება კონსულტაციის დაჯავშნასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის მომხმარებელთა მომსახურების გუნდის წარმომადგენლებს.