ბრიტანეთის საბჭო ზრუნავს სასწავლო ცენტრის სტუდენტების ჯანმრთელობაზე. Covid-19 პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის დამატებით ზომებს. შეიტყვეთ მეტი ამ ზომების შესახებ.
ბრიტანეთის საბჭოს კურსზე რეგისტრაცია მარტივია. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:
პირველი - დაჯავშნეთ კონსულტაცია
- თქვენს შვილს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია ჩვენს სასწავლო ცენტრში ან ონლაინ, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.
- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და თარიღი კონსულტაციისთვის.
- თქვენი შვილი უნდა დაესწროს კონსულტაციას, რის შედეგადაც შევძლებთ მისი ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენას.
მეორე - გაიარეთ კონსულტაცია და დონის დასადგენი ტესტირება
კონსულტაციის დაწყებისას თქვენი შვილი გაივლის დონის დასადგენ მარტივ ტესტირებას.
- კონსულტაცია გაგრძელდება 20 წუთამდე.
- კონსულტაციის ღირებულებაა 10 ლარი.
მესამე - რეგისტრაცია კურსზე
- ტესტირების შედეგები დაგვეხმარება განვსაზღვროთ თქვენთვის შესაფერისი კურსი იმ არჩევანიდან, რომელსაც იძლევა ინგლისურის კურსები ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
- იმისათვის, რომ შეძლოთ თანხის გადახდა და კურსებზე რეგისტრაცია, უნდა ბრძანდებოდეთ 18 წლის.
დახმარება
იმ შემთხვევაში თუ გჭირდებათ დახმარება კონსულტაციის დაჯავშნასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის მომხმარებელთა მომსახურების გუნდის წარმომადგენლებს.
იმისათვის, რომ დაგეხმაროთ თქვენთვის სასურველი კურსის შერჩევაში, რეგისტრაციამდე უნდა დაჯავშნოთ ჩვენთან კონსულტაცია.