როგორ მუშაობს ჩვენი კურსები და ცოდნის დონეები პრაქტიკაში

ჩვენ გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კურსების ფართო და მოქნილ არჩევანს. ჩვენ შეგირჩევთ კურსს თქვენი ასაკის, ენის ცოდნის დონისა და სწავლის მიზნების მიხედვით.

როგორ ვასწავლით ინგლისურს ბრიტანეთის საბჭოში?

  • ჩვენ მიზანმიმართულად ვხდით სწავლების პროცესს სახალისოს, ვინაიდან ადამიანები უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც მათ მოსწონთ საკლასო აუდიტორიაში ყოფნა.
  • ჩვენ ვიყენებთ განსხვავებულ ტექნიკას, ვინაიდან სხვადასხვა მოსწავლეს სწავლის განსხვავებული სტილი აქვს.
  • ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, სწავლების პროცესის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად. 
  • საკლასო აუდიტორიაში ჩვენ მხოლოდ ინგლისურს ვიყენებთ, რათა მოსწავლეებმა მაქსიმალურად სწრაფად აითვისონ უცხო ენა.
  • ჩვენ მოსწავლეებს ვამუშავებთ წყვილებსა და ჯგუფებში, რათა მათ რეალურ სამუშაო სიტუაციებში კომუნიკაციის უნარები განუვითარდეთ. 
  • ჩვენ ვიყენებთ პროფესიონალ გამომცემელთა მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს და სასწავლო მასალებს, რომლებიც ჩვენი მასწავლებლების მიერაა შემუშავებული. 
  • ჩვენ მოსწავლეებს ვავარჯიშებთ ენის უნარ-ჩვევების პრაქტიკულ საქმიანობებში.
  • ჩვენ მოსწავლეებს ვაცნობთ სწავლის უნარ-ჩვევებს, რათა მათ გაუღრმავდეთ ენის დამოუკიდებლად სწავლის უნარი.
  • ჩვენი მოლოდინია, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთვებით თქვენი სწავლისა და განვითარების პროცესში.