მომსახურების პირობები ბრიტანეთის საბჭოში ინგლისური ენის შესასწავლად 

პირობები ეხება ტესტირებას ინგლისურ ენაში, კონსულტაციას და ინგლისური ენის კურსებს, რომლებსაც ბრიტანეთის საბჭო თავაზობს მომხმარებლებს.

1. მომსახურების პირობების შესახებ

1. აღნიშნული დოკუმენტი, მოხსენიებული, როგორც მომსახურების პირობები, აღწერს კონსულტაციის დაჯავშნის, დონის დასადგენი ონლაინ ტესტირების შესრულებისა და ბრიტანეთის საბჭოს სტუდენტის პორტალის და დაჯავშნის პლატფორმის გამოყენების ნორმებს.

2. ონლაინ სისტემები

2. ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ დონის დამდგენი პლატფორმა (OLC) და სტუდენტის პორტალი საშუალებას გაძლევთ:

  • დაჯავშნოთ პირისპირი კონსულტაცია ჩვენს სასწავლო ცენტრებში, ან ონლაინ კონსულტაცია პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
  • მართოთ კონსულტაციის ჯავშანი სტუდენტის ანგარიშიდან.
  • გაიაროთ დონის დასადგენი ონლაინ ტესტირება.

3. ჩვენი სერვისების გამოყენება

3. ბრიტანეთის საბჭოს დონის დასადგენი ონლაინ პლატფორმა და სტუდენტის პორტალის გამოყენება გულისხმობს აღნიშნული მომსახურების პირობების სრულ, შეუზღუდავად მიღებას.

ბრიტანეთის საბჭო იტოვებს უფლებას შეცვალოს ან განაახლოს აღნიშნული მომსახურების პირობები.

4. დონის დადგენა ონლაინ

4.1 დონის დასადგენი ტესტირება სრულდება ონლაინ, ხოლო მის შესასრულებლად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა. მას უნდა ჰქონდეს

  • ინტერნეტთან დაკავშირებული კომპიუტერი ან პლანშეტი.
  • წვდომა ბრაუზერზე.
  • საკმარისი დრო, რათა არ შეწყვიროს ტესტირება.

4.2 რეგისტრაცია, დონის დასადგენ ონლაინ ტესტირებაზე წვდომა და კონსულტაცია არის თითოეული მომხმარებლისთვის ინდივიდუალური და არ შეიძლება გაზიარებული იყოს სხვა ადამიანთან.

5. სტუდენტის პორტალი

5. ბრიტანეთის საბჭოს დონის დასადგენ ონლაინ პლატფორმაზე ტესტირების დაჯავშნით სტუდენტს ეძლევა წვდომა სტუდენტებისგანკუთვნის „ჯავშნის პლატფორმაზ:ე (სტუდენტის პორტალი), რომელიც გამოიყენება დონის დასადგენი ონლაინ ტესტირებისა და კონსულტაციის ჯავშნის სამართავად (ინფორმაციის განახლებისა და ჯავშნის შეცვლისთვის).

6. დადასტურება

6. დეტალური ინფორმაცია კონსულტაციის ჯავშანთან დაჯავშირებით გამოიგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე მომხმარებლის მიერ მოწოდებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე დაყრდნობით,

აღნიშნულ შეტყობინებაში მოცემული იქნება სტუდენტის პორტალზე შესასვლელად განკუთვნილი მომხმარებლის სახელი და პაროლი.

7. დონის დასადგენი ონლაინ (OLC) ტესტის შედეგები

7. ონლაინ ტესტირების შედეგების გაცნობა მოხდება კონსულტაციების განმალობაში.

8. OLC ტესტის შედეგების გამოყენება

8. შედეგი არ შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ინგლისურ ენაში კვალიფიკაციის ფორმალური დასტური. მისი მიზანია დაადასტუროს ბრიტანეთის საბჭოს ზრდასრულთათვის განკუთვნილი კურსების პროგრამაზე რეგისტრაცია.

ტესტირების შედეგი ძალაშია 6 თვის განმავლობაში.

9. ჯავშნის შეცვლა

9. ბრიტანეთის საბჭომ შესაძლოა გადაჯავშნოს კონსულტაცია ალტერნატიულ თარიღზე. აღნიშნულ სიტუაციაში გამოიყენება მომხმარებლის მიერ მოწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია.

10. ასაკობრივი შეზღუდვა

10. ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენი ონლაინ პლატფორმა (OLC) და სტუდენტური პორტალი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან 18 წლის ან მეტის.

11. მრავალფეროვნება და ინკლუზია

11. ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ადამიანს მისცეს თანაბარი შესაძლებლობები.

იმ შემთხვევაში თუ ხართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან გაქვთ სპეციალური საჭიროებები, ბრიტანეთის საბჭო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ, რამდენადაც შესაძლებელია, გექნებათ სრულფასოვანი წვდომა ბრიტანეთის საბჭოს დონის დადგენის ონლაინ პლატფორმაზე, სტუდენტის პორტალსა და კონსულტაციის სესიებზე.

გთხოვთ, ბრიტანეთის საბჭოს მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ტესტირებამდე ან ცენტრში მოსვლამდე არაუგვიანეს ორი დღისა, რათა შევძლოთ შესაბამისი ზომების მიღება.

12. ვალდებულებები

12. ჩვენ ვეცდებით, მომხმარებელს მასთან შეთანხმებულ დროსა და დღეს შევთავაზოთ ბრიტანეთის საბჭოს დონის დადგენის ონლაინ პლატფორმასა (OLC) და სტუდენტის პორტალზე არსებული სერვისები. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისებურებების გათვალისწინებით, ბრიტანეთის საბჭოს არ შეუძლია მოგცეთ გარანტია იმისა, რომ ციფრული სერვისის გამოყენება იქნება შეუფერხებელი და ცდომილებების გაშე. ჩვენ, ასევე, არ ვაგებთ პასუხს შეყოვნებებზე, ინფორმაციის გადაცემის წარუმატებლობაზე ან რაიმე სახის სხვა დანაკარგზე, რაც გამოწვეული იქნება ინფორმაციის ციფრული სერვისების, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით გადაცემით. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ციფრულ სერვისში შესაძლოა დაწესებული იყოს რიგი შეზღუდვები, რაც გამოიწვევს შეყოვნებას ან სხვა ხარვეზებს.

აღნიშნული მომსახურების პირობები არ გამორიცხავს ან უარყოფს დაუდევრობით გამოწვეული სიკვდილის ან პერსონალური ზიანის მიღების შემთხვევაში (ბრიტანეთის საბჭოს შემთხვევაში, იგულისხმება თანამშრომელთა  ქცევა) მხარეთა პასუხისმგებლობებს. ასევე, არ შეიზღუდება არც ერთი მხარის ვალდებულებები თაღლითურად შეცდომაში შეყვანის ან სხვა შემთხვევებში, სადაც ვალდებულებები გაცდება არსებულ კანონებს.

ბრიტანეთის საბჭო არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირ  სახით მიყენებულ ზარალზე

13. მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

13.1 მონაცემთა დაცვის აღნიშნული პოლიტიკა განმარტავს ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის ცოდნის დონის ონლაინ შემოწმების პლატფორმასთან და სტუდენტის პორტალთან დაკავშირებულ მონაცემთა მიმართ დამოკიდებულებას.

13.2 ბრიტანეთის საბჭო გამოიყენებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, პერსონალური ინფორმაციის ჩათვლით გამოიყენებს ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ონლაინ  პლატფორმაზე თქვენს დასარეგისტრირებლად.

ჩვენ ვითხოვთ შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელი
  • დაბადების თარიღი
  • განსაკუთრებული საჭიროებები - თუ ასეთი რამ არსებობს (მაგალითად, პანდუსები)
  • ელექტრონული ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისთვის:

  • ხელმისაწვდომი გავხადოთ თქვენთვის დონის დასადგენი ონლაინ ტესტირება
  • განვახორციელოთ  კონსულტაციის დაჯავშნა
  • შევინახოთ თქვენი შედეგი სტუდენტთა სპეციალურ სისტემაში
  • შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების გაცნობის მიზნით, სიახლეების შესატყობინებლად.

თქვენს მონაცემებს გავუზიარებთ მონაცემების დასამუშავებლად ტესტირებების დასაგეგმად, ჩასატარებლად და ელექტრონული კომუნიკაციისთვის. მათთვის, ვინც იმყოფება ევროკავშირის ქვეყნებს გარეთ, წესები რეგულირდება ევროპული კომისიის მიერ დადგენილი პირობებით.

13.3 ჩვენი ვებგვერდი იყენებს Cookies-ს, რათა ამოგიცნოთ თქვენ ჩვენი გვერდის სხვა მომხმარებლებს შორის პირადი ინფორმაციის მითითების გარეშე. ეს გვეხმარება, რომ თქვენ, როგორც მომხმარებლებმა მიიღოთ სასურველი გამოცდილება ჩვენი სერვისების გამოყენებისას. ასევე, წვლილი შეიტანოთ ჩვენი ვებგვერდის გაუმჯობესებაში.

გთხოვთ, იხილოთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის სრული ვერსია აქ: www.britishcouncil.org/privacy-cookies/cookies

13.4 თქვენი ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველს გვაძლევს ჩვენი სერვისი და თქვენ მიერ აღნიშნული სერვისით სარგებლობა OLC პლატფორმის მომსახურების პირობებისდა მარკეტინგულ სიახლეების მიღებაზე თანხმობით.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადებთ თანხმობას, ბრიტანეთის საბჭო გამოიყენებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და მოგაწვდით დეტალებს აქტივობებთან, სერვისებთან და ღონისძიებებთან (მათ შორის საზოგადოებრივ ღონისძიებებთან) დაკავშირებით, რასაც თქვენს ინტერესებზე მორგებულად ჩავთვლით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განაცხადოთ უარი აღნიშნული კომუნიკაციების მიღებაზე. ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას თქვენი თანხმობის შესაბამისად.

13.5 ჩვენ შევინახავთ თქვენი ტესტირების შედეგს 1 წლის მანძილზე, ხოლო თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას 7 წლის ვადით.

13.6 ბრიტანეთის საბჭო ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კანონის მიხედვით და იმ ქვეყნების მონაცემთა დაცვის კანონებით, რომლებიც საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.  თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენ შესახებ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ასლი, გვთხოვოთ უზუსტობების ჩასწორება, წაშლა ან მათი გამოყენების შეწყვეტა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე მომართვით igdisclosures@britishcouncil.org.

იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, უფლება გაქვთ ასევე  მიმართოთ თქვენს ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის მარეგულირებელ უწყებას.

გთხოვთ, შეამოწმოთ ჩვენი ვებგვერდი www.britishcouncil.org/privacy  ან დაუკავშირდეთ ბრიტანეთის საბჭოს ადგილობრივ ოფისს.