Advantage Teachers, image

Advantage Teachers არის ბრიტანეთის საბჭოს ონლაინ მხარდაჭერის პლატფორმა მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

ეს არის უფასო პროფესიული განვითარების ონლაინ ჰაბი იმ სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის, რომლებიც Advantage პროგრამის წევრები არიან.

Advantage პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით ჩვენ ვქმნით მოტივირებული მასწავლებლების საზოგადოებას, რომლებსაც სურთ სხვა მასწავლებლებთან ურთიერთობა და წვდომა უახლეს რესურსებზე განათლებისა და შეფასების სფეროში.

Advantage Teachers გთავაზობთ მრავალფეროვან ონლაინ აქტივობებს, მათ შორის:

  • ტრენინგ მოდულები
  • სადისკუსიო ფორუმები 
  • გამოცდებისთვის მოსამზადებელი და სასწავლო რესურსები
  • ყოველთვიური ვებინარები და სხვა

ჩვენი მიზანია, დავუჭიროთ მხარი მასწავლებლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ლიდერებს პროფესიულ განვითარებაში. მივაწოდოთ რესურსები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს საერთაშორისო სერტიფიკატების, როგორიცაა Cambridge English გამოცდები, წარმატებით ჩაბარებაში.

ეს უნიკალური პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს, საკუთარ საჭიროებებს მოარგონ არსებული რესურსები და გაუზიარონ იდეები და გამოცდილება სხვა Advantage წევრი სკოლების მასწავლებლებს მსოფლიოს მასშტაბით – მათთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას.

შემოუერთდით Advantage Teachers უკვე დღეს.

გადადით Advantage Teachers პლატფორმაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, მათ შორის ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გასაცნობად და თქვენი ანგარიშის შესაქმნელად.

თქვენ დაგჭირდებათ უნიკალური აქტივაციის კოდის შეყვანა, რომელიც თქვენს სკოლას, ენის ცენტრს ან საგანმანათლებლო დაწესებულებას მიაწოდა ადგილობრივმა ბრიტანეთის საბჭოს ავტორიზებულმა გამოცდების ცენტრმა Advantage პროგრამის წევრობის ფარგლებში.

Advantage Teachers პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია თქვენი კომპიუტერიდან, ლეპტოპიდან, მობილური ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან. რეკომენდებულია სტაბილური, მაღალი სიჩქარის ინტერნეტ კავშირი და Chrome, Mozilla, Safari ან Edge ბრაუზერის გამოყენება.

წვდომა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ანგარიში შეიძლება გაუქმდეს, თუ სამი თვის განმავლობაში არ ისარგებლებთ პლატფორმით.