საერთაშორისოდ აღიარებული გეკო ბათუმში

საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენ ბათუმში მოვიწვიეთ თეატრი გეკო სპექტაკლით „ინსტიტუტი“. ეს არის სითბოთი და იუმორით სავსე სულის შემძვრელი სპექტაკლი იმაზე, თუ რას ნიშნავს ზრუნვა. 

წარმოდგენები გაიმართება 12, 13 და 14 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების ცენტრში.

გეკოს ინსტიტუტი წარმოადგენს სანახაობას, რომელშიც მივიწყებული ისტორიები და მოგონებები საოფისე კარადებიდან და უსასრულო დერეფნებიდან იყრება.  სპექტაკლში ოთხი საინტერესო ისტორია ეჯახება ერთმანეთს მოძრაობის არაჩვეულებრივ სამყაროსა და შთამბეჭდავ ინსცენირებაში.

ბრიტანული თეატრალური მეგზურის შეფასებით, ,,ინსტიტუტი’’ გვთავაზობს ზოგჯერ კომიკურ, ზოგჯერ ულამაზეს სცენებს ...  და გვანიჭებს გაუცნობიერებელ ფიზიკურ და დამაინტრიგებელ სიამოვნებას“.

მაყურებლის გამოხმაურება:

„ჩვენ მოვედით ,,ინსტიტუტის’’ სანახავად და სრულიად გაოცებულნი ვართ სპექტაკლით. ფიზიკური თეატრი საოცარია და მაყურებლის ჩართვის საუკეთესო საშუალებაა“

„ძალიან ძლიერი და რელევანტურია. ძალიან ადვილად აკავშირებ საკუთარ თავს პერსონაჟებთან“

გამოხმაურება ტვიტერზე:

ჯორდან ჩანდლერი @julapoo "ვერ ვიძინებ, ჯერ კიდევ გეკოს თეატრის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. არასოდეს მქონია ასეთი გაუკონტროლებელი ემოცია თეატრში, უბრალოდ ულამაზესია"

ნეილ იანკფორდი @earthmoveseco @GeckoTheatre "ინსტიტუტი სიგიჟემდე კარგი იყო, სასაცილო (სტერეოტიპული დუეტის საუბრები) და უმაგრესი"

ეწვიეთ ბმულს ღონისძიებები, რათა გაეცნოთ ჩვენს სიახლეებს.