C2 Proficiency, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Cambridge Certificate of Proficiency in English (CPE), არის ჩვენი უმაღლესი საფეხურის კვალიფიკაცია. ის ადასტურებს, რომ ინგლისურ ენას განსაკუთრებულად მაღალ დონეზე ფლობთ და შეგიძლიათ მშობლიური ენის მქონე პირის მსგავსი თავისუფლებითა და დახვეწილობით კომუნიკაცია. ეს არის უმაღლესი სერტიფიკატი Cambridge English Qualifications-ის სერიაში.
რა არის Cambridge C2 Proficiency გამოცდა?
C2 Proficiency არის პრესტიჟული საერთაშორისო კვალიფიკაცია, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პროფესიულსა და აკადემიურ სფეროში უმაღლეს საფეხურზე, სრულიად დამოუკიდებლად იმოქმედოთ. ის შეესაბამება C2 დონეს Common European Framework of Reference (CEFR)-ის მიხედვით.
რა უნარებს განავითარებთ?
C2 დონის მიღწევა ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაართვათ თავი ნებისმიერ კომპლექსურ კვლევით, აკადემიურ თუ პროფესიულ გამოწვევას. სწავლის პროცესში თქვენ განავითარებთ უნარს, რომ:
- სრულყოფილად გაიაზროთ ნებისმიერი ინფორმაცია: სრული სიმარტივით აღიქვათ რთული ზეპირი თუ წერილობითი ინგლისური, მათ შორის აბსტრაქტული და მაღალტექნიკური ტექსტები.
- აწარმოოთ მოლაპარაკებები და იმსჯელოთ რთულ საკითხებზე: ეფექტურად დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია და განიხილოთ კომპლექსური თემების ნიუანსები მაღალი რანგის პროფესიულ თუ აკადემიურ შეხვედრებზე.
- დაეუფლოთ ფორმალურ და სასაუბრო ენას: მარტივად შეცვალოთ ენობრივი სტილი და თავისუფლად გადახვიდეთ აკადემიურ, ოფიციალურ თუ ყოველდღიურ სასაუბრო რეგისტრებს შორის.
- დაიკავოთ წამყვანი პოზიციები: დაუდასტუროთ დამსაქმებლებს, რომ მზად ხართ ტოპ-მენეჯმენტის დონეზე მუშაობისთვის ან მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სწავლისთვის.
C2 Proficiency გამოცდის ფორმატი და ხანგრძლივობა
C2 Proficiency გამოცდის სტრუქტურა უზრუნველყოფს თქვენი ენობრივი კომპეტენციის ყოვლისმომცველ და ობიექტურ შეფასებას. British Council-ში ჩვენ გთავაზობთ ამ გამოცდის როგორც ქაღალდის (Paper based), ისე ციფრულ (Digital) ფორმატს. ციფრული ვერსია საუკეთესო არჩევანია თანამედროვე საგამოცდო გარემოსა და სწრაფი პასუხებისთვის — შედეგები ცნობილია სულ რაღაც ორ კვირაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში განაცხადის შეტანის ვადების დასაცავად. საგამოცდო ადგილების ხელმისაწვდომობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ Cambridge exam dates, fees and locations გვერდზე.
საგამოცდო პროცესის უმაღლესი სტანდარტების დასაცავად, Reading and Use of English, Writing და Listening ნაწილები ერთსა და იმავე დღეს ტარდება. რაც შეეხება Speaking-ს, ის პირისპირ ფორმატში, ორ გამომცდელთან ბარდება, რაც თქვენი მეტყველების თავისუფლების ობიექტურად და პროფესიულად შეფასების გარანტიაა.
|
ნაწილი |
გამოყოფილი დრო |
ქულები (მთლიანი შეფასების %) |
ფოკუსი |
|
Reading and Use of English |
1 სთ 30 წთ |
40% |
რთული გრამატიკა, ლექსიკა და წაკითხულის გაგება. |
|
Writing |
1 სთ 30 წთ |
20% |
ორი დახვეწილი წერილობითი ტექსტის შექმნა. |
|
Listening |
40 წუთი |
20% |
Რთული მოსასმენი მასალის გაგება. |
|
Speaking |
16 წუთი |
20% |
Საუბარი და ინტერაქცია მაღალ დონეზე. |
C2 Proficiency-ის მომზადება
C2 Proficiency გამოცდისთვის British Council-ის არჩევით თქვენ იღებთ იმ მაღალი დონის მხარდაჭერას, რომელიც ინგლისური ენის ფლობის უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად გჭირდებათ. ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სასწავლო რესურსების სრულ პაკეტს, რათა დაგეხმაროთ ამ კვალიფიკაციისთვის მოთხოვნილი აკადემიური სტანდარტის მიღწევაში:
- ოფიციალური ტესტის ნიმუშები: გამოიყენეთ C2 Proficiency პრაქტიკული ტესტი და წინა საგამოცდო მასალები, რათა დაეუფლოთ ტექნიკურ სიღრმესა და სირთულეს, რომელიც Cambridge-ის სერიის უმაღლესი კვალიფიკაციისთვის არის საჭირო.
- მოსამზადებელი კურსები: ჩაერთეთ ზრდასრულთა და პროფესიონალთათვის განკუთვნილ სპეციალიზებულ კურსებში. ეს სესიები შექმნილია იმისთვის, რომ კომპლექსურ აკადემიურ სიტუაციებსა და ტოპ-მენეჯმენტის გარემოში სრულიად თავდაჯერებულად იმოქმედოთ.
- პროფესიული გარემო: ჩვენი საგამოცდო ლოკაციები შერჩეულია მშვიდი და პროფესიული ატმოსფეროს უზრუნველსაყოფად, რაც მაქსიმალური კონცენტრაციისთვის არის საჭირო და საშუალებას გაძლევთ სრულად თქვენს Cambridge Proficiency გამოცდის შედეგზე ფოკუსირდეთ.
- ციფრული რესურსები: გააძლიერეთ სასწავლო პროცესი ჩვენი LearnEnglish ვებგვერდების მეშვეობით, აქ დაგხვდებათ მაღალი დონის რესურსები, რაც დაგეხმარებათ ინგლისური ენის ლექსიკა და გრამატიკა სრულყოფილებამდე მიიყვანოთ.
[CTA BUTTON] გაეცანით C2 Proficiency-ის მოსამზადებელ მასალებს
[Link to ‘Prepare exam’ local page]