Pre A1 Starters

A1 Movers, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც YLE Movers, არის მეორე Cambridge English: Young Learners გამოცდა, სამი არსებული საფეხურიდან, რომლებიც 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა შექმნილი. Cambridge-ის A1 დონის ეს კვალიფიკაცია ბავშვებს პრაქტიკულ გარემოში ინგლისურის გამოყენებისკენ უბიძგებს და მათ საერთაშორისო ენობრივი გამოცდებისადმი პოზიტიურ და აქტიურ დამოკიდებულებას უყალიბებს. 

რა არის Cambridge A1 Movers გამოცდა? 

A1 Movers გამოცდა Pre A1 Starters-ის შემდგომი, მომდევნო ნაბიჯია თქვენი შვილის მიერ ინგლისური ენის შესწავლის გზაზე. ეს შესანიშნავი საშუალებაა, ბავშვებმა უკვე შეძენილ უნარებზე დაყრდნობით განაგრძონ წინსვლა და ენის ათვისება 

მომდევნო ეტაპზე გადასვლა: როგორც წესი, A1 Movers გამოცდის კანდიდატები 8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რომლებმაც ინგლისური ენის სწავლებას დაახლოებით 175 საათი დაუთმეს. ეს გამოცდა ერთგვარი ხიდია კომუნიკაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად 

რა უნარებს განავითარებს თქვენი შვილი? 

A1 Movers-ის კურსი თქვენს შვილს ყოველდღიური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარებს უყალიბებს. მომზადების პროცესში თქვენი შვილი ისწავლის: 

  • ინგლისურ ენაზე ძირითადი მითითებებისა და მარტივი საუბრების გაგებას. 
  • შეავსოს მარტივი ფორმები ან უპასუხოს კითხვებს საკუთარ თავზე. 
  • მოსმენილი ან წაკითხული საბავშვო ისტორიებიდან ისეთი დეტალების დამახსოვრებას, როგორიცაა თარიღი, დრო თუ სახელები. 
  • ჩაერთოს ნაცნობ თემებზე გამართულ, მარტივ დიალოგებში. 

A1 Movers გამოცდის ფორმატი და ხანგრძლივობა 

A1 Movers გამოცდა მორგებულია ბავშვების ინტერესებსა და ასაკზე, რაც მათ მოტივაციას უმაღლებს და წარმატების განცდას უჩენს. გაეცანით გამოცდის მიმდინარე საფასურს, თარიღებსა და სხვა დამატებით ინფორმაციას აქ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფორმატის შესახებ: უმცროსი ასაკის მოსწავლეებისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად, A1 Movers გამოცდა ხელმისაწვდომია მხოლოდ ქაღალდზე (Paper based) ჩასაბარებელი ფორმატით. ეს მიდგომა იდეალურია ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, რადგან ქმნის ნაცნობ და კომფორტულ გარემოს, რომელიც მათ ყოველდღიურ სასკოლო აქტივობებს ერგება 

Listening 

Reading and writing 

Speaking 

25 წუთი 

30 წუთი 

5-7 წუთი 

მაქსიმუმ ხუთი shield (ფარი) 

მაქსიმუმ ხუთი shield (ფარი) 

მაქსიმუმ ხუთი 

shield (ფარი) 

Young Learners-ის სერიის გამოცდებში არ არსებობს შეფასება „ჩააბარა“ ან „ვერ ჩააბარა“. აქ თითოეული ბავშვის პროგრესი და მიღწევა აღიარებულია, რაც მათ სწავლის გაგრძელების მოტივაციას უნარჩუნებს. 
თქვენი შვილი მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს, სადაც მისი შედეგები „ფარების“ (shields) რაოდენობით გამოისახება — მაქსიმუმ ხუთი ფარი გამოცდის თითოეული ნაწილისთვის. 
  • 5 ფარი (Shields): ნიშნავს, რომ თქვენი შვილი სრულად მზადაა, დაიწყოს მომზადება Young Learners-ის დასკვნითი ეტაპისთვის — [A2 Flyers გამოცდისთვის Link] 
  • გლობალური ხედვა: სერტიფიკატი დეტალურად ასახავს მოსწავლის მიღწევებს ენის ფლობის ოთხივე ასპექტში: მოსმენაში, კითხვაში, წერასა და მეტყველებაში. 
სერტიფიკატები, როგორც წესი, გამოცდის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გაიცემა. 

A1 Movers მოსამზადებელი მასალები და მხარდაჭერა მშობლებისთვის 

British Council-ში რეგისტრაციით თქვენ ირჩევთ გლობალურ ექსპერტებს, რომლებიც თქვენი შვილის წარმატებაზე ზრუნავენ. ჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის რესურსების სრულ პაკეტს, რათა ბავშვმა სწავლის მომდევნო საფეხურზე გადასვლისას თავი თავდაჯერებულად, კომფორტულად და მოტივირებულად იგრძნოს.

Explore A1 Movers preparation materials 

[CTA BUTTON] იხილეთ A1 Movers-ის მოსამზადებელი მასალები 

[Link to ‘Prepare exam’ local page] 

ხშირად დასმული კითხვები A1 Movers-ის შესახებ 

A1 Movers გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენი შვილის საგანმანათლებლო გზაზე მომდევნო ეტაპია [A2 Flyers Link], რომელიც Young Learners სერიის უმაღლესი საფეხურია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გამოცდა Young Learners სერიის ნაწილია, A1 Movers შედარებით მაღალი საფეხურია. ის ბავშვებისგან უფრო გრძელი ისტორიების გაგებასა და უფრო დეტალურ ინტერაქციებში მონაწილეობას მოითხოვს, ვიდრე Pre A1 Starters-ის დონე Link.

8-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მშვიდი და სტრესისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად, ეს გამოცდა ტარდება მხოლოდ ქაღალდის (Paper based) ფორმატში, British Council-ის პარტნიორ საგამოცდო ცენტრებში.