A2 Key, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც Key English Test (KET), არის საწყისი დონის კვალიფიკაცია Cambridge English Qualifications-ის სერიაში. ის ადასტურებს, რომ თქვენ შეგიძლიათ საბაზისო ინგლისურით კომუნიკაცია ყოველდღიურ სიტუაციებში, და წარმოადგენს იდეალურ საფუძველს ენობრივი უნარების გასაუმჯობესებლად სამომავლო სწავლასა თუ კარიერაში.
რა არის Cambridge A2 Key გამოცდა?
- A2 Key: კურსი შესაფერისია ზრდასრულებისა და პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ ოფიციალურად დაადასტურონ ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
- A2 Key for Schools: სპეციალურად შექმნილია სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის, მათ ინტერესებზე მორგებული თემებით, და იძლევა ზუსტად იმავე საერთაშორისო სერტიფიკატს.
რა უნარებს განავითარებთ?
- დასვათ და უპასუხოთ მარტივ კითხვებს საკუთარი თავისა თუ სხვების შესახებ..
- გაიგოთ განცხადებები და ინსტრუქციები, როდესაც ადამიანები ნელა და მკაფიოდ საუბრობენ.
- გამოხატოთ თქვენი აზრი იმაზე, რაც წაიკითხეთ ან მოისმინეთ.
- დაწეროთ მოკლე, საბაზისო ტექსტები და გაიგოთ მარტივი წერილობითი შეტყობინებები.
A2 Key გამოცდის ფორმატი და ხანგრძლივობა
A2 Key გამოცდის სტრუქტურა შედგება სამი ნაწილისგან, რაც თქვენი ენობრივი უნარების მკაფიოდ და სამართლიანად შეფასების გარანტიაა. British Council-ში ჩვენ გთავაზობთ A2 Key გამოცდის ციფრულ (Digital) ფორმატს, ხოლო A2 Key for Schools შესაძლოა ქაღალდზეც (Paper based) ჩატარდეს. ციფრული ფორმატი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც თანამედროვე საგამოცდო გამოცდილება ჩვენს უსაფრთხო კომპიუტერებზე და სწრაფი შედეგები სურს — პასუხები ცნობილია სულ რაღაც ორ კვირაში. გაეცანით A2 Key-ის მიმდინარე საფასურს, კონკრეტულ თარიღებსა და დამატებით ინფორმაციას.
Reading, Writing და Listening ნაწილები ერთსა და იმავე დღეს ტარდება. ბუნებრივი და პროფესიონალური შეფასების უზრუნველსაყოფად, Speaking გამოცდა პირისპირ ტარდება ორ გამომცდელთან და კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად.
Young Learners სერიისგან განსხვავებით, A2 Key ქულებით შეფასებული გამოცდაა. თქვენი შედეგი წარმოდგენილია Cambridge English Scale-ზე. გამოცდის ჩასაბარებლად და A2 სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა 120 ან მეტი ქულა. მაღალი შედეგის მქონე კანდიდატებმა შესაძლოა მიიღონ სერტიფიკატი, სადაც მითითებული იქნება, რომ მათ B1 დონის უნარი აჩვენეს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს Your Cambridge results.
|
ნაწილი |
გამოყოფილი დრო |
ქულები (მთლიანი შეფასების %) |
ფოკუსი |
|
Reading and Writing |
60 წუთი |
50% |
ძირითადი აზრებისა და სტრუქტურის გაგება. |
|
Listening |
30 წუთი |
25% |
მოსმენილი მასალის გაგება. |
|
Speaking |
8-10 წუთი წყვილზე |
25% |
პირისპირ ინტერაქცია. |
პროფესიული მომზადება და რესურსები A2 Key გამოცდისთვის
British Council-ში რეგისტრაცია გაძლევთ წვდომას მაღალი ხარისხის გზამკვლევებსა და რესურსებზე, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ჩვენ გთავაზობთ სასწავლო მასალების სრულ პაკეტს საუკეთესო შედეგის მისაღწევად — მიუხედავად იმისა, ზრდასრული კანდიდატი ხართ თუ სასკოლო ასაკის მოსწავლე:
- ოფიციალური ტესტების ნიმუშები: გაეცანით A2 Key გამოცდის ფორმატსა და დროის განაწილებას ჩვენი უფასო საგამოცდო ნიმუშებისა და A2 Key for Schools-ის პრაქტიკული მასალების დახმარებით.
- გზამკვლევი მშობლებისთვის: იხილეთ ჩვენი გზამკვლევი მშობლებისთვის, სადაც იპოვით რჩევებს, თუ როგორ დაეხმაროთ სკოლის მოსწავლეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში და როგორ დაუჭიროთ მხარი საგამოცდო სტრესის მართვაში.
- ციფრული რესურსები: გააუმჯობესეთ ინგლისური ენის უნარები A2 დონეზე ნებისმიერ დროს, ჩვენი LearnEnglish ვებგვერდის დახმარებით. და მობილურ აპლიკაციებში სადაც 2,000-ზე მეტი ინტერაქტიული აქტივობაა ხელმისაწვდომი.
[CTA BUTTON] გაეცანით A2 Key-ის მოსამზადებელ მასალებს
[Link to ‘Prepare exam’ local page]