B1

ჩააბარეთ B1 Preliminary Test (PET) British Council-ში და მიიღეთ კვალიფიკაცია, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით ათასობით წამყვანი კომპანიისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. როგორც კემბრიჯის ავტორიზებული საგამოცდო ცენტრი საქართველოში, ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, პროფესიულ და მხარდამჭერ გარემოს თქვენი წარმატებისთვის. 

რა არის Cambridge B1 Preliminary გამოცდა? 

B1 Preliminary, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც PET, არის საშუალო დონის კვალიფიკაცია მათთვის, ვინც ინგლისური ენის საფუძვლებს უკვე ფლობს. ის აჩვენებს, რომ გაქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო პრაქტიკული ენობრივი უნარები და ქმნის მყარ საფუძველს, თუ გსურთ უფრო მაღალი დონის Cambridge English Qualifications-ისთვის მომზადება. შეგიძლიათ იხილოთ, რა ადგილს იკავებს ეს გამოცდა თქვენს საგანმანათლებლო გზაზე ჩვენს Choose your Cambridge exam გვერდზე

შენიშვნა: ეს გამოცდა ხელმისაწვდომია ორ ვერსიად: B1 Preliminary და B1 Preliminary for Schools. სერტიფიკატები იდენტურია და ერთნაირი საერთაშორისო აღიარება აქვს, თუმცა for Schools ვერსია სპეციალურად სასკოლო ასაკის კანდიდატებისთვისაა შექმნილი და მისი შინაარსი სრულად ერგება მოზარდების ინტერესებსა და გამოცდილებას. 

რა უნარებს განავითარებთ? 

B1 Preliminary გამოცდისთვის მომზადება დაგეხმარებათ ყოველდღიური კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული ენობრივი უნარების განვითარებაში. Ისწავლით თუ როგორ: 
  • წაიკითხოთ და გაიგოთ სხვადასხვა სახელმძღვანელოსა თუ ჟურნალის სტატიების ძირითადი შინაარსი 
  • დაწეროთ წერილები, ელფოსტა ან გააკეთოთ ჩანაწერები ნაცნობ თემებზე. 
  • გამოხატოთ საკუთარი მოსაზრებები და თავისუფლად გაიგოთ ფაქტობრივი ინფორმაცია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი კომუნიკაციისას. 

B1 Preliminary გამოცდის ფორმატი და ხანგრძლივობა 

B1 Preliminary გამოცდა ხელმისაწვდომია როგორც ქაღალდის (Paper based), ისე თანამედროვე ციფრულ (Digital) ფორმატში. ციფრული გამოცდები ბევრად უფრო სწრაფ შედეგებს გთავაზობთ — პასუხები ცნობილია სულ რაღაც ორ კვირაში — და კანდიდატებს თანამედროვე საგამოცდო გამოცდილებას უქმნის. ორივე ვერსია ერთსა და იმავე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატს იძლევა. ხელმისაწვდომი თარიღები იხილეთ ჩვენს Cambridge exam dates, fees and locations გვერდზე.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ციფრული გამოცდები ტარდება British Council-ის პარტნიორ საგამოცდო ცენტრებში და მათი დისტანციურად ჩაბარება არ არის შესაძლებელი. 

ორივე ფორმატში B1 Preliminary შედგება ოთხი ნაწილისგან, რომლებიც თქვენი ინგლისური ენის უნარებს სრულად ამოწმებს: Reading, Writing, Listening და Speaking.  

ნაწილი 

გამოყოფილი დრო 

ქულები (მთლიანი შეფასების %) 

ფოკუსი 

Reading 

45 წუთი 

25% 

მთავარი აზრებისა და სტრუქტურის გაგება. 

Writing 

45 წუთი 

25% 

მოკლე ანგარიშებისა 

Და შეტყობინებების მომზადება. 

Listening 

30 წუთი 

25% 

მოსმენილი მასალის გააზრება. 

Speaking 

12 წუთი კანდიდატების წყვილზე 

25% 

პირისპირ ინტერაქცია. 

Reading, Writing და Listening ნაწილები, როგორც წესი, ერთსა და იმავე დღეს ტარდება. Speaking გამოცდა ტარდება ორ გამომცდელთან და კიდევ ერთ კანდიდატთან ერთად, რათა საუბარი ბუნებრივად წარიმართოს და რეალურ კომუნიკაციას ჰგავდეს. განრიგის მიხედვით, თქვენი Speaking გამოცდა შესაძლოა სხვა დღეს ჩატარდეს. 

B1 Preliminary-ისთვის მომზადება და ტესტის ნიმუშები 

British Council-ში გამოცდის დაჯავშნა მნიშვნელოვანი უპირატესობაა დასახული მიზნების მისაღწევად. ჩვენ გთავაზობთ სასწავლო მასალების სრულ პაკეტს, რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიური კომუნიკაციისთვის საჭირო პრაქტიკული ენობრივი უნარების განვითარებაში.: 

  • ოფიციალური ტესტების ნიმუშები: გამოიყენეთ B1 Preliminary გამოცდის ოფიციალური ნიმუშები და გასული წლების ტესტები, რათა დეტალურად გაეცნოთ საგამოცდო სტრუქტურას და ისწავლოთ დროის ეფექტურად განაწილება. 
  • გზამკვლევი მშობლებისთვის: თუ მოზარდს გამოცდისთვის მომზადებაში ეხმარებით, გაეცანით ჩვენს სპეციალურ გზამკვლევს მშობლებისთვის. მასში იპოვით პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ დაეხმაროთ შვილს სწავლისა და დასვენების დროის სწორად გადანაწილებაში და B1 Preliminary for Schools გამოცდისადმი პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში. 
  • LearnEnglish Tools: გააუმჯობესეთ თქვენი B1 დონის ინგლისური ენის ლექსიკა და გრამატიკა ჩვენი LearnEnglish ვებგვერდების და მობილური სწავლებისთვის შექმნილი LearnEnglish აპებით. 

 Explore B1 preparation materials

[CTA BUTTON] გაეცანით B1-ის მოსამზადებელ მასალებს 

[Link to ‘Prepare exam’ local page] 

ხშირად დასმული კითხვები B1 Preliminary-ის შესახებ 

 

გამოცდის ფორმატი, სირთულის დონე და საბოლოო სერტიფიკატი ერთნაირია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ for Schools ვერსიაში გამოყენებულია თემები და შინაარსი, რომლებიც სპეციალურად სასკოლო ასაკის კანდიდატების ინტერესებსა და გამოცდილებას შეესაბამება. ორივე კვალიფიკაცია თანაბრად აღიარებულია უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ მთელ მსოფლიოში. 

არა, თქვენი საბოლოო შედეგი არის Reading, Writing, Listening და Speaking ნაწილებში მიღებული შეფასებების საშუალო მაჩვენებელი. თუ რომელიმე კომპონენტში ძალიან კარგ შედეგს აჩვენებთ, ეს დაგეხმარებათ სხვა ნაწილში მიღებული შედარებით დაბალი ქულის დაბალანსებაში, იმ პირობით, რომ თქვენი საერთო საშუალო ქულა B1 დონის მინიმალურ ზღვარს დააკმაყოფილებს. 

„კარგი“ ქულა თქვენს პირად მიზნებზეა დამოკიდებული, თუმცა B1 Preliminary გამოცდის ჩასაბარებელი ქულა Cambridge English Scale-ზე 140-დან იწყება. ქულები შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: 

  • 160–170 (Grade A): თქვენ აჩვენეთ B1-ზე მაღალი დონის უნარი (Level B2). 
  • 153–159 (Grade B) ან 140–152 (Grade C): თქვენ წარმატებით მიაღწიეთ B1 დონეს. 
  • 120–139 (Level A2): თუ თქვენი შედეგი B1 დონეზე დაბალია, მაგრამ A2 დიაპაზონში ხვდება, მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას A2 დონეზე. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Cambridge results information გვერდს

 

არა. ციფრული ფორმატის არჩევის შემთხვევაშიც კი, გამოცდა British Council-ის პარტნიორ საგამოცდო ცენტრში უნდა ჩააბაროთ. ეს უზრუნველყოფს თქვენი კვალიფიკაციის სანდოობასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.