მოიპოვეთ კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი პედაგოგებისთვის და ოფიციალურად დაადასტურეთ თქვენი პროფესიული კომპეტენცია ინგლისური ენის სწავლებაში.
რა არის Cambridge Teaching Knowledge Test?
TKT (Teaching Knowledge Test) არის ერთ-ერთი წამყვანი ინგლისური ენის სწავლების კვალიფიკაცია მასწავლებლებისთვის, რომლებიც ინგლისურს სხვა ენებზე მოსაუბრეებს ასწავლიან. მას Cambridge გთავაზობთ British Council-ის მეშვეობით.
ეს გამოცდა შედგება დამოუკიდებელი, მოდულური საერთაშორისო კვალიფიკაციების სერიისგან, რომელიც აფასებს თქვენს ცოდნას ინგლისური ენის სწავლების კონკრეტულ ასპექტებში.
მიუხედავად იმისა, დამწყები პედაგოგი ხართ თუ გსურთ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება, TKT გამოცდა გთავაზობთ ოფიციალურ საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მეთოდოლოგიური ცოდნის საჯაროდ დადასტურება.
TKT ასევე კარგი საფუძველია, თუ გსურთ ინგლისური ენის სწავლების უფრო მაღალი კვალიფიკაციის მიღება, როგორიცაა CELTA ან Delta.
რატომ უნდა ჩააბაროთ TKT გამოცდა?
მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ეს Cambridge გამოცდა საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობებისკენ გიხსნით გზას.
TKT იდეალური არჩევანია მომავალი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც მყარი საფუძვლის შექმნა სურთ, გამოცდილი მასწავლებლებისთვის, რომლებსაც მეთოდოლოგიის განახლება სჭირდებათ, ან პროფესიონალებისთვის, რომლებიც სპეციალიზებულ მიმართულებებზე გადადიან, როგორიცაა TKT CLIL. ამ კვალიფიკაციის მიღებით შეგიძლიათ:
- გააძლიეროთ თქვენი CV: აჩვენოთ ამჟამინდელ და მომავალ დამსაქმებლებს, რომ თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიებს კარგად ფლობთ.
- თავდაჯერებულობის ამაღლება: მიიღოთ თეორიული ცოდნა, რომელიც საჭიროა კლასის მართვისა და ეფექტური გაკვეთილების დაგეგმვისთვის.
- მოქნილი საგამოცდო სისტემა: თითოეული TKT მოდული დამოუკიდებელ საერთაშორისო კვალიფიკაციას წარმოადგენს. ეს საშუალებას გაძლევთ, მართოთ სასწავლო პროცესი საკუთარი ტემპით და ჩააბაროთ ტესტები თქვენთვის მოსახერხებელი თანმიმდევრობით.
რომელი TKT მოდულებია ხელმისაწვდომი?
გამოცდის სტრუქტურა
TKT გამოცდა მოიცავს სამ ძირითად და ორ სპეციალიზებულ მოდულს. თითოეული მათგანის ხანგრძლივობა 80 წუთია და შედგება 80 ტესტური დავალებისგან, მათ შორის შესაბამისობის პოვნისა და არჩევითპასუხიანი კითხვებისგან. მოდულების ჩაბარება შეგიძლიათ როგორც ცალ-ცალკე, ისე თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კომბინაციით.
ძირითადი მოდულები 1–3
ტესტი ინგლისური ენის სწავლების პრინციპებისა და პრაქტიკის ცოდნის შესამოწმებლად.
- TKT Module 1: ენა და ენის შესწავლის საფუძვლები.
- TKT Module 2: გაკვეთილის დაგეგმვა და დამხმარე რესურსების გამოყენება ენის სწავლებაში
- TKT Module 3: სწავლებისა და სწავლის პროცესის მართვა.
სპეციალიზებული მოდულები
ინგლისური ენის სწავლების სპეციალიზებული მიმართულებების შესავალი:
- TKT Content and Language Integrated Learning (CLIL): განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, რომლებიც ორენოვან გარემოში ასწავლიან.
- TKT Young Learners (YL): სპეციალურად მათთვის, ვინც 6–12 წლის ბავშვებს ასწავლის.
TKT გამოცდისთვის მომზადება და ექსპერტების მხარდაჭერა
თუ თქვენ წარმოადგენთ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ჩვენი British Council Advantage პროგრამა მასწავლებლებს სთავაზობს პრაქტიკულ, მზა საგაკვეთილო მასალებსა და სპეციალიზებულ პროფესიულ ვებინარებს.
ჩვენ გთავაზობთ ოფიციალურ, უფასო ტესტების ნიმუშებსა და სახელმძღვანელოებს ყველა TKT მოდულისთვის. ეს რესურსები არის შექმნილი იმისათვის, რომ გაგაცნოთ საგამოცდო დავალებების სტრუქტურა და ის მეთოდოლოგიური სიღრმე, რომელიც Teaching Knowledge Test-ის წარმატებით ჩასაბარებლად არის საჭირო.
[CTA] გაეცანით TKT-ის მოსამზადებელ რესურსებს [Link to preparation local page]
TKT-ის შედეგები და სერტიფიკატები
TKT გამოცდის შედეგები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია ტესტის თარიღიდან ოთხიდან ექვს კვირამდე პერიოდში.
საგამოცდო სისტემაში არ არსებობს “ჩააბარა” (Pass) ან “ვერ ჩააბარა” (Fail) შეფასება; შედეგები განისაზღვრება დონეებით (Bands) — 1-დან 4-მდე, სადაც Band 3 მიუთითებს საგნის საფუძვლიან ცოდნაზე, ხოლო Band 4 ადასტურებს მასწავლებლის სიღრმისეულ პროფესიულ კომპეტენციას.
თქვენ მიიღებთ ცალკე TKT სერტიფიკატს თითოეული დასრულებული მოდულისთვის.