გამოცდის დღე

ბუნებრივია, რომ გამოცდის დღეს ოდნავ ინერვიულებთ. იმისთვის, რომ ამ  მნიშვნელოვანმა დღემ თქვენთვის მაქსიმალურად მშვიდად ჩაიაროს, ჩვენ   შევაგროვეთ ინფორმაცია, რომელიც გამოგადგებათ იმის გააზრებაში, თუ რა მოხდება გამოცდის დღეს.

როდის უნდა მოვიდე გამოცდაზე?

გამოცდაზე სარეგისტრაციოდ უნდა მობრძანდეთ დილის 8 საათზე. დაგვიანების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.

რა სახის პირადობის დამატასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ვიქონიო თან?

გამოცდაზე უნდა მობრძანდეთ პირადობის დამადასტურებელი იმ დოკუმენტით (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), რითაც დარეგისტრირდით გამოცდაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.

რატომ არის საჭირო სურათის გადაღება გამოცდის დღეს?

IELTS გამოცდების უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ, უსაფრთხოების დამატებითი ზომის სახით, გამოცდების მომსახურე ჩვენი პერსონალი იღებს გამოცდის კანდიდატების საპასპორტო ზომის ფოტოსურათებს გამოცდის დღეს. ფოტოსურათი დატანილ იქნება გამოცდის შედეგების თქვენს პირად ფურცელზე. ეს პროცედურა სავალდებულოა.

18 წელზე ქვემოთ ასაკის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მშობლის ან მეურვის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა, რაც ჩვენს უფლებას გვაძლევს, მათ ფოტო გადავუღოთ.  

რისი შეტანის უფლაბა მაქვს საგამოცდო ოთახში? 

საგამოცდო ოთახში შეგიძლიათ იქონიოთ:

თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

კალამი და ფანქარი (ფანქარი გესაჭიროებათ ტესტის სმენისა და კითხვის ნაწილის შესასრულებლად)

საშლელი

ბოთლი წყალი

საგამოცდო ოთახში აკრძალულია სხვა დამატებითი ნივთების ქონა.

სად შემიძლია დავტოვო სხვა ნივთები, მაგალითად ჩანთები და პალტოები? 

ყველა სხვა ნივთი კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ საგარდერობოში რეგისტრაციის დაწყებამდე. ტესტის მსვლელობისას საგარდერობო ჩაკეტილია. ბრიტანეთის საბჭო  გამოცდის დღეს კანდიდატების ნივთების დაკარგვაზე არ არის პასუხისმგებელი, ამიტომ გირჩევთ ზედმეტი ნივთები (მობილურები, კომპიუტერები და სხვა) დატოვოთ სახლში.