Primary Plus ბრიტანეთის საბჭოს ახალი კურსია, რომელიც განკუთვნილია 7-10 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის და მოიცავს ექვს დონეს.

გთავაზობთ 5 მიზეზს, რის გამოც თქვენმა შვილმა ჩვენთან უნდა ისწავლოს:

  • ინგლისური ენის ეფექტურად შესწავლას უზრუნველყოფენ გამოცდილი და კვალიფიციური მასწავლებლები
  • სწავლება მოიცავს ოთხივე უნარის გაუმჯობესებას - საუბარი, მოსმენა, კითხვა და წერა
  • ინგლისური ენის შესწავლა მიმდინარეობს პოზიტიურ სასწავლო გარემოში: ბავშვი ითვისებს ისეთ უნარებს, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, და  სწავლის  უნარის განვითარება
  • თემატიკა შეესაბამება ასაკს და თანხვედრაშია ბავშვის განვითარების საფეხურებთან
  • სასწავლო მასალას უფასოდ უზრუნველყოფს ბრიტანეთის საბჭო

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებს მუდმივად შეეძლებათ თვალ-ყური ადევნონ თავიანთი შვილების პროგრესს რეგულარული შეხვედრებისას და წერილობითი ანგარიშების საშუალებით. 

ინფორმაცია კურსის შესახებ

კურსის ხანგრძლივობა

თითოეული ტრიმესტრი გრძელდება 10 კვირა, წელიწადში 3-ჯერ

საათების რაოდენობა

ტრიმესტრში 30 საათი, მთელი კურსის განმავლობაში 90 საათი

კურსის ალტერნატივები

კვირაში ერთხელ სამი საათი ან კვირაში 2-ჯერ საათნახევრიანი მეცადინეობები

კურსის საფასური

გადასახადი ტრიმესტრში: 430 ლარი, გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად. ნაწილობრივი გადასახადი 215 ლარი