რატომ უნდა ჩავაბაროთ IELTS ბრიტანეთის საბჭოში?

ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სწავლებისა და ცოდნის დონის შეფასების 80 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში, ჩვენ დავეხმარეთ ადამიანებს ინგლისური ენის კვალიფიკაციის მოპოვებაში, რაც მათ შემდგომში სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. ჩააბარეთ გამოცდა ბრიტანეთის საბჭოში და ისარგებლეთ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით. 

IELTS არის მსოფლიოში ყველაზე უფრო აღიარებული ინგლისური ენის ტესტი, რომელიც იყენებს გამომცდელთან პირისპირ ინტერვიუს მეთოდს ინგლისურად საუბრის უნარების შესამოწმებლად.   

ქვემოთ იხილეთ, რატომ აირჩია მილიონობით ადამიანმა IELTS ტესტის ბრიტანეთის საბჭოში ჩაბარება: 

  • ექსპერტთა მხარდაჭერა: ჩვენთან ხელმისაწვდომია ონლაინ ინტერაქტიული კურსები, რესურსები და ვიდეო მასალა, რაც დაგეხმარებათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.
  • უფასო მოსამზადებელი მასალა: ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული Road to IELTS, 30 საათიანი უფასო ონლაინ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია IELTS გამოცდაზე დარეგისტრირებული ყველა კანდიდატისათვის.
  • ხელსაყრელი თარიღები და ადგილმდებარეობა: IELTS ტარდება 500-ზე მეტ საგამოცდო ცენტრში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ გამოცდის ხელსაყრელი ადგილი და დრო.
  • მარტივი რეგისტრაცია: დარეგისტრირდით IELTS ტესტზე ონლაინ და აირჩიეთ გადახდის სასურველი მეთოდი.
  • სწრაფი შედეგები: ჩვენ ვუზრუნველყობთ ტესტის შედეგებს გამოცდიდან მე-13  კალენდარულ დღეს.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ბრიტანეთის საბჭოს IELTS ტესტის სასწავლო სტიპენდიებს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სწავლის გაგრძელება სურს ინგლისურენოვან ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ IELTS  სტიპენდიების გვერდს.