თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ IELTS ტესტზე ბრიტანეთის საბჭო საქართველოს საგამოცდო ცენტრში, შემოუერთდით ჩვენს სემინარებს და გაიუმჯობესეთ IELTS ქულა.

ორსაათიან სემინარზე დასწრება საშუალებას მოგცემთ:

  • გაიგოთ რას უნდა ელოდოთ გამოცდის დღეს
  • გაიგოთ მეტი IELTS აკადემიური და ზოგადი ტესტების სხვადასხვა კომპონეტის შესახებ
  • შეიძინოთ საჭირო უნარები IELTS ქულის გასაუმჯობესებლად
  • გამოიკვეთოს ტესტის ის კომპონეტები, რომელზეც დამატებით გჭირდებათ მუშაობა
  • გახდეთ კიდევ უფრო თავდაჯერებული და დამატებით გაეცნოთ ინფორმაციას  IELTS დამხმარე ვებგვერდების შესახებ.

სემინარის შესავალი ნაწილი დაეთმობა IELTS ტესტის დღის ზოგად მიმოხილვას, შემდეგ კი ვიმუშავებთ ტესტის ოთხი კომპონენტის გარშემო: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი. სემინარი არის ინტენსიური, სადაც შესაძლებლობა გექნებათ  დასვათ გამოცდასთან დაკავშირებული კითხვები და განიხილოთ ის თემები, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო უნარების გაუმჯობესებაში.

თარიღები, დრო და ადგილმდებარეობა

თარიღი

დრო

ადგილმდებარეობა
5 ოქტომბერი 2018 19.00–21.00 საქართველოს იუსტიციის
სასწავლო ცენტრი
19 ოქტომბერი 2018 19.00–21.00 საქართველოს იუსტიციის 
სასწავლო ცენტრი
2 ნოემბერი 2018 19.00–21.00 საქართველოს იუსტიციის 
სასწავლო ცენტრი
30 ნოემბერი 2018 19.00–21.00 საქართველოს იუსტიციის 
სასწავლო ცენტრი
11 იანვარი 2019 19.00–21.00 საქართველოს იუსტიციის 
სასწავლო ცენტრი
01 თებერვალი 2019 19.00–21.00 საქართველოს იუსტიციის 
სასწავლო ცენტრი

როგორ დავრეგისტრირდეთ

დასარეგისტრირებლად მიჰყევით შემდეგ საფეხურებს:

  • გამოგვიგზავნეთ თქვენი სახელი, გვარი და IELTS Reference Number ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ketevan.danelia@ge.britishcouncil.org. გთხოვთ, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი სემინარის თარიღი. 

Reference Number გახლავთ15 ციფრიანი ნომერი, რომელსაც წინ უძღვის GE001 და რომელიც უნდა მიიღოთ IELTS ტესტზე რეგისტრაციის დასტურის წერილში.

გთხოვთ, ასევე მოგვწერეთ თუ რაიმე კონკრეტული საკითხის განხილვა გსურთ სემინარზე, რასაც ჩვენ წინასწარ გავითვალისწინებთ.

  • გადაიხადეთ ტესტის საფასური – 40 ლარი.

გადახდა შესაძლებელია:

ვარიანტი 1: საბანკო გადარიცხვით დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღეს. გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი ელექტრონული ფოსტით.

ვარიანტი 2: გადაიხადეთ საფასური ნაღდი ანგარიშსწორებით ადგილზე, სემინარის დაწყებამდე. 

ჩვენი საბანკო დეტალებია: საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22, ანგარიშის სახელი: ბრიტანეთის საბჭო საქართველში, ანგარიშის ნომერი:  GE42BG0000000300313800.

გადახდის დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ: Reference Number / სახელი და გვარი/ სემინარის თარიღი. მაგალითად: Reference Number  / გ.აბაშიძე/ 05.12.2018. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით.