IELTS მოემზადე გამოცდის დღისთვის

თუ დამსახურებული შედეგების მიღება გსურთ, გამოცდისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. ხანგრძლივად უნდა იმეცადინოთ ინგლისურში, მაგრამ, ასევე, უნდა იცოდეთ, რას უნდა ელოდოთ გამოცდის დღეს. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

რჩევები წარმატების მისაღწევად

  • დარწმუნდით, რომ გაეცანით გამოცდის ფორმატს, რათა თავიდან აირიდოთ ნებისმიერი სურპრიზი გამოცდის დღეს.

  • ივარჯიშეთ კითხვებში და შეამოწმეთ IELTS გამოცდისთვის გამოყენებული შეფასების კრიტერიუმები.

  • ჩაწერეთ თქვენი თავი ფირზე ინგლისურად მეტყველებისას ან IELTS მეტყველების ტესტებზე ვარჯიშისას. მოუსმინეთ ჩანაწერს და აღნიშნეთ, სად წაიბორძიკეთ, როდის იმეორებთ სიტყვებს, სად უშვებთ გრამატიკულ შეცდომებს ან როდის საუბრობთ ძალიან სწრაფად - ყოველივე ჩამოთვლილი მეტყველების ტესტის ოთხი ძირითადი ნაწილია.

  • ხაზი გაუსვით დასმულ კითხვებში გამოთქმულ საკვანძო სიტყვებს მოსმენის, კითხვისა და წერითი ტესტების დროს: დარწმუნდით, რომ წინასწარ იცით, როგორი პასუხი უნდა გასცეთ დასმულ კითხვას. წერითი სავარჯიშოს დაწყებამდე მოამზადეთ გეგმა კითხვების ჩასაწერად.  

  • გამოყავით სინონიმები (ერთი და იგივე მნიშვნელობის განსხვავებული სიტყვები). მოსმენისა და კითხვის ტესტებში ხშირად გაიგონებთ საკვანძო სიტყვას შეკითხვაში და დაინახავთ / მოისმენთ იგივე მნიშვნელობის სიტყვას ტექსტში - უნდა შეძლოთ ამ კაშირების აღმოჩენა. სინონიმების გამოყენება ასევე სასარგებლოა მეტყველებისა და წერის ტესტებში, რათა აჩვენოთ თქვენი ლექსიკური სიმდიდრე.

  • გულდასმით შეამოწმეთ პასუხები მოსმენის და კითხვის ნაწილებში. დარწმუნდით, რომ მიჰყევით ინსტრუქციებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება ქულა დაგაკლდეთ.

  • კარგად გამოიძინეთ გამოცდის წინა ღამეს და გამოიზოგეთ დრო გამოცდის ადგილზე მისვლისას. დაგვიანებით მისვლა არ არის ხელშემწყობი ფაქტორი საუკეთესო შედეგების საჩვენებლად.

მეტი რჩევისა და ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს IELTS გამოცდის დღის რჩევებს და ჩამოტვირთეთ IELTS ინფორმაცია კანდიდატთა ბროშურისთვის.