სწავლა ავსტრალიაში

ჩააბარეთ IELTS, რათა ცხდაყოთ - თქვენ გაქვთ ინგლისური ენის სათანადო უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ისწავლოთ, იმუშავოთ ან გაემგზავროთ საცხოვრებლად ავსტრალიაში. ავსტრალიის 900-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროგრამა  აღიარებს IELTS გამოცდის შედეგებს, როგორც ინგლისური ენის ცოდნის დასტურს.

სწავლა ან მუშაობა ავსტრალიაში

ავსტრალიის უნივერსიტეტები და ორგანიზაციები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ IELTS ობიექტურად აფასებს ინგლისური ენის გაგების, წერისა და მეტყველების შესაძლებლობებს, რაც აიხსნება იმით, რომ საერთშორისო IELTS გამოცდა შემუშავდა ინგლისური ენის ცოდნის შემაფასებელ საერთაშორისო დონის ექსპერტთა მიერ. 

ჩვენი ონლაინ ძებნის სისტემის მეშვეობით იპოვით საკონტაქტო ინფორმაციას ყველა იმ ავსტრალიური უნიერსიტეტისა და ორგანიზაციისა, რომლებიც აღიარებენ IELTS გამოცდას. შეიტყვეთ მეტი ავსტრალიაში სწავლის შესაძლებლობების შესახებ ვებგვერდზე სწავლა ავსტრალიაში.

მიგრაცია ავსტრალიაში

IELTS საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება ავსტრალიაში საიმიგრაციო ვიზის მისაღებად დადგენილი პროცესის განუყოფელი ნაწილია. 

IELTS გამოცდის ჩაბარება როგორც ძირითადი განმცხადებლის, ასევე მისი მეუღლისა და მის კმაყოფაზე მყოფ 18 წელზე უფროსი ასაკის პირთა მიმართ დადგენილი აუცილებელი მოთხოვნაა. მანამ, სანამ დარეგისტრირდებით IELTS-ის ჩასაბარებლად, დაადგინეთ, IELTS-ისრა შედეგი და გამოცდის რომელი ვერსიის (აკადემიური თუ ზოგადი ინგლისური) ჩაბარება გესაჭიროებათ ავსტრალიაში საიმიგრაციოდ.  საიმიგრაციო და სტუდენტური ვიზების მისაღებად დადგენილი პროცედურების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ავსტრალიის იმიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხთა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდს.