სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში

ჩააბარეთ IELTS, რათა ცხადყოთ - თქვენ გაქვთ ინგლისური ენის სათანადო უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ისწავლოთ აშშ-ში. აშშ-ის 3,000-ზე მეტი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროგრამა  აღიარებს IELTS გამოცდის შედეგებს, როგორც ინგლისური ენის ცოდნის დასტურს.

აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების უმრავლესობა აღიარებს, რომ IELTS ობიექტურად აფასებს ინგლისური ენის გაგების, წერისა და მეტყველების თქვენეულ შესაძლებლობებს.  IELTS გამოცდა:

·        

აღიარებულია აშშ-ის 25 წამყვანი უნივერსიტეტის მიერ

·        

აღიარებულია აივი ლიგის წევრი კოლეჯების მიერ  

·        

გამოიყენება 50 წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის პროგრამებში, რომელთა მეშვეობით აღნიშნულ უნივერსიტეტებში დიდი რაოდენობით უცხოელი სტუდენტი სწავლობს

IELTS-ისკარგი შედეგები დაგეხმარებათ, ისწავლოთ თქვენს სასურველ უნივერსიტეტში.  

შეიტყვეთ, IELTS გამოცდის რა შედეგი გჭირდებათ.

ამერიკული უნივერსიტეტები IELTS-ის შესახებ:

"ვფიქრობ, IELTS საუკეთესო გამოცდაა, რადგან მას კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყენებს!“
- მირანდა ასებედო, კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„TOEFL-ის IELTS-ით ჩანაცვლებამდე საკუთარ თავზე გამოვცადე IELTS და შემიძლია დავადასტურო, რომ ეს გამოცდა მაქსიმალური სიზუსტით აფასებს გამოსაცდელის შესაძლებლობებს.“ 
- ჯეიმს მინტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ-იორკი

"IELTS 2002 წლიდან შემოვიღეთ და ვთვლით, რომ ეს ქმედითი გამოცდაა ინგლისური ენის ცოდნის შესაფასებლად. ჩვენ განსაკუთრებით მისი მეტყველების კომპონენტი მოგვწონს.“
- დინ სანტირი, მინესოტას უნივერსიტეტი

"IELTS-ის მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომობა მას მიმზიდველ შესაძლებლობად ხდის. ჩვენ მოხარულნი ვართ, ჩვენთან სწავლის მსურველთა განაცხადები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღოთ.“
- დენიელ ბენეტი,  კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა განყოფილების დირექტორი