იხილეთ რჩევები, თუ საზღვარგარეთ ცხოვრებას გეგმავთ:
სწავლის დაწყებამდე 3 წლამდე ადრე
მოძებნეთ თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი და შეამოწმეთ IELTS ტესტის რა ქულა მოგეთხოვებათ. ეცადეთ ადგილობრივ უნივერსიტეტში გქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება.
- ამოირჩიეთ ადგილობრივ IELTS ცენტრში ტესტის თარიღი და დარეგისტრირდით.
- სასურველია ტესტზე დარეგისტრირდეთ თქვენს მიერ შერჩეული კურსის დაწყებამდე 1 წლით ადრე.
- რაც არ უნდა კარგად ფლობდეთ ინგლისურ ენას, მოემზადეთ IELTS ტესტში და კარგად გაეცანით ტესტის ფორმატს.
- შეამოწმეთ რამდენად არის საჭირო მისაღები გამოცდების ჩაბარება თქვენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტში ჩაბარებამდე 15 – 18 თვით ადრე
მოიძოეთ სწავლის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია შემდეგი წყაროებიდან:
- Education USA for USA
- Study UK და UCAS for UK
- Study in Australia for Australia
- New Zealand goverment website for New Zealand
უნივერსიტეტში ჩაბარებამდე 12 – 14 თვით ადრე
ჩააბარეთ IELTS გამოცდა და მიიღეთ შედეგების ფურცელი 13 დღის განმავლობაში. ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს courses and resources და შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ უკეთესი მაჩვენებლების მისაღწევად იმ შემთხვევაში, თუ ამჯერად სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ.
გაამზადეთ პორტფოლიო თითოეული ინსტიტუტისთვის, რომელსაც გსურთ მიმართოთ სასწავლებლად, რათა ორგანიზებულად აწარმოოთ შესაბამისი ფორმები, კორესპონდენცია და ქვითრები.
გულდასმით გაეცანით უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებულ მასალებს და შეასრულეთ ყველა მოთხოვნა დადგენილ ვადებში. აწარმოეთ კალენდარი განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობათა აღსანიშნად.
სწავლის დაწყებამდე 10-12 თვით ადრე
შეავსეთ და გააგზავნეთ განაცხადი თქვენ მიერ შერჩეულ ინსტიტუტ(ებ)შითქვენი მიღების შესახებ.
შეავსეთ განაცხადები ფინანსური მხარდაჭერისა და სტიპენდიის შესახებ.
დაადგინეთ სავიზო მოთხოვნები.
სწავლის დაწყებამდე 6-9 თვით ადრე
ამ ეტაპზე უნდა იცოდეთ, რომელმა ინსტიტუტმა მიგიღოთ, როგორც სტუდენტი.
სწავლის დაწყებამდე 3 თვით ადრე
დარწმუნდით, რომ თქვენი სავიზო განაცხადი მოთხოვნისამებრ მუშავდება.