ონლაინ ტესტი IELTS Indicator შეგიძლიათ ჩააბაროთ ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენად, რადგან კორონა ვირუსის (Covid-19) გამო საგამოცდო ცენტრში გამოცდის ჩაბარება დროებით არ არის შესაძლებელი.

IELTS Indicator შესახებ

ტესტი გახლავთ ოფიციალური IELTS პროდუქტი, რომელიც აფასებს ოთხ მთავარ უნარს:

  • მოსმენა

  • კითხვა

  • წერა

  • საუბარი

ტესტის შედეგები ხელმისაწვდომია შვიდ დღეში - თქვენ მიიღებთ შეფასებას როგორც თითოეულ კომპონენტში, ისე საბოლოო ჯამურ ქულას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ IELTS Indicator არ წარმოადგენს რეგულარული IELTS ტესტის ჩანაცვლებას.

IELTS Indicator უპირატესობები:

უსაფრთხოება

რადგან ეს არის ონლაინ ტესტი, მისი ჩაბარება შეგიძლიათ უსაფრთხოდ და ადვილად სახლიდან გაუსვლელად.

ხელმისაწვდომობა

ტესტი ტარდება ყოველკვირეულად ერთსა და იმავე დროს - თქვენ უბრალოდ შედიხართ ჩვენს უსაფრთხო ბრაუზერში.

სანდოობა

ტესტის შეფასება ხდება IELTS გამომცდელების მიერ და გამოიყენება ნამდვილი ტესტის შეკითხვები. ამის გამო განათლების სფეროს წარმომადგენლებმა იციან, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ მას, როგორც გამოცდის კანდიდატის უნარების სანდო შეფასებას.

როგორ მუშაობს ტესტი

IELTS Indicator არის ონლაინ ტესტი, რომელიც იწყება ყოველ კვირას დანიშნულ დროს და აქვს განსაზღვრული დრო. თქვენ აბარებთ მოსმენის, კითხვის და წერის კომპონენტებს ერთად, ხოლო საუბრის ნაწილის ჩაბარება შესაძლებელია წერით გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე ან გამოცდის შემდეგ.

ვის მიერ არის აღიარებული IELTS Indicator?

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომ მათ აღიარონ IELTS Indicator შედეგი, როგორც კანდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება ამ რთულ პერიოდში, როდესაც საგამოცდო ცენტრში არ არის ხელმისაწვდომი IELTS ტესტის ჩაბარება. რეგისტრაციის გავლამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენს უნივერსიტეტთან მიიღებს თუ არა IELTS Indicator შედეგებს.

საფასური

IELTS Indocator ტესტის საფასური გახლავთ 149 აშშ დოლარი.

გარე ბმულები